საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩი კანადის პარლამენტის ეგიდით გამართულ ტრადიციულ ქრისტიანულ შეკრებას დაესწრო


კანადის სენატის სპიკერის მოწვევით საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო ყოველწლიურ ე.წ. „ეროვნული ლოცვის“ შეკრებას, რომელიც კანადის ქრისტიანული მემკვიდრეობის ნაწილია. ამ დღეს კანადის პრემიერ მინისტრი, მისი მთავრობის წევრები, პარლამენტარები, უზენაესი სასამართლოს წევრები, პროვინციების გუბერნატორები და ქალაქების მერები, სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის წარმომადგენლები,  საზოგადოების ცნობილი წევრები იკრიბებიან საყოველთაო ლოცვისათვის და კანადის ისტორიასა და დღევანდელობაში ქრისტიანობის როლზე სამსჯელოდ.
შეხვედრა, რომელიც უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია კანადის პარლამენტის ეგიდით ტარდება, სენატის თავმჯდომარემ ჯორჯ ფურიმ გახსნა. ახალი აღთქმიდან ამონარიდები წაიკითხეს კანადის პრემიერ მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ და ძირითადი ოპოზიციური კონსერვატული პარტიის ლიდერმა ენდრიუ შირერმა. კანადასა და მსოფლიოში მშვიდობისათვის ლოცვები წაიკითხა კანადის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ რიჩარდ ვაგნერმა. 
ძირითადმა მომხსენებელმა, ცნობილი ირლანდიური ლუდის კომპანიის „გინესის“ დამფუძნებლის არტურ გინესის შვილთაშვილმა, BBC-ის ყოფილმა ჟურნალისტმა და ამერიკული კვლევითი ცენტრების ექსპერტმა ოს გინესმა ისაუბრა ქრისტიანული რწმენის მნიშვნელობაზე ცვალებად სამყაროში.