საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა კანადაში სპეციალური კურსები გაიარეს

კანადის ქალაქ გატინოში გაიმართა კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) უცხო ენების ინსტრუქტორთა კურსების საზეიმო დახურვა, რომელსაც კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო. სამხრეთ ამერიკის, აფრიკის, სამხრეთ აღმოსავლეთ აზიისა და უკრაინის წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული კურსები გაიარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აკადემიის პედაგოგებმა ნინო აზნარაშვილმა და ნინო მდინარაძემ. საქართველოს ელჩმა და კანადის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა მარსელ მაკნიკოლმა შესაბამისი დიპლომები გადასცეს ქართველ მონაწილეებს. ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა კანადის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან  განიხილა  როგორც MTCP-ის უცხო ენების კურსებში საქართველოს წარმომადგენელთა უფრო აქტიური მონაწილეობის, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინგლისური ენის სწავლების ახალ პროექტში კანადის ჩართვის საკითხი.