საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების საყურადღებოდ

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2018 წლის პირველი აგვისტოდან 31 აგვისტოს ჩათვლით, კანადაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური იმუშავებს შეზღუდულ რეჟიმში,  კერძოდ, ამ პერიოდში საკონსულო სამსახური ვერ მიიღებს განცხადებებს:

1.  საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტისა და  საქართველოს მოქალაქის ელექტრონული პირადობის მოწმობის გაცემის შესახებ;

2. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციისა და განმეორებითი სამოქალაქო აქტების მოწმობის გაცემის შესახებ.

1 სექტემბრიდან საელჩოს საკონსულო სამსახური ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.