საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარესთან

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა საერთაშორისო ანტიკორუფციული საპარლამენტო ორგანიზაციის (GOPAC) თავმჯდომარეს აკააშ მაჰარაჯს, რომელთანაც განიხილა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი, ქვეყანაში შექმნილი მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, ასევე, კანადისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები.