საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტორონტოში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა

ტორონტოში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა
საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავის აღსანიშნავად, ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის "Georgian Women’s Action Group" ინიციატივითა და კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ტორონტოს მელ ლასტმანის სახელობის სკვერში ქართული სიმღერისა და კულინარიის ფესტივალი გაიმართა. ამგვარი ქართული ფესტივალი ღია ცის ქვეშ კანადაში პირველად ჩატარდა. სკვერის ტერიტორიაზე ტორონტოელებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ საელჩოს მიერ მომზადებული რამდენიმე თემატური ფოტოგამოფენა: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, „ქართული ტრადიციული სამოსი“, „50 ქალი საქართველოდან“ და „საქართველო-ღვინის აკვანი“. სკვერში ასევე გამოიფინა ქართული ტრადიციული ხელნაკეთი ნივთები, ხევსურული ქუდები, წინდები, ფარდაგები, მინიატურული ურმები და ქვევრები, ყანწები, საქართველოს ამსახველი ფოტოები, ფესტივალის სტუმრებს დაურიგდათ ბუკლეტები საქართველოს შესახებ. ქალთა ორგანიზაციამ დამსწრეებს გააცნო ვანკუვერში მცხოვრები ქართველი დიზაინერების მარიტა მამუჩაშვილისა და კახა ბერის მიერ ქართულ მოტივებზე შექმნილი ქალის სამოსი. ტორონტოში არსებული რესტორანი“ სულიკო“ ტორონტოელებს ქართული ტრადიციული კერძებით გაუმასპინძლდა. სკვერის ტერიტორიაზე ტატამიც გაიშალა და ქართველმა ბავშვებმა, რომლებიც ტორონტოში არსებულ საჭიდაო კლუბში ვარჯიშობენ, შეკრებილებს ქართული ჭიდაობის ილეთები გააცნეს. ამის შემდეგ ქართულ ფესტივალზე მისულმა ტორონტოელებმა, ქალაქის სტუმრებმა და ტორონტოში მცხოვრებმა ჩვენმა თანამემამულეებმა სკვერში მდებარე ღია საკონცერტო ამფითეატრში გადაინაცვლეს, სადაც მათთვის ქართული სიმღერის კონცერტი გაიმართა. კონცერტს ტორონტოში მცხოვრები ქართველი მომღერალი დიანა ირემაშვილი და ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის წევრი თამარ შაოშვილი უძღვებოდნენ. დამსწრეებს კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან ისაუბრა საქართველოზე, მის უძველეს ისტორიაზე, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე, პირველ რესპუბლიკაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ქვეყნის ტრანსფორმაციაზე, უნიკალურ ქართულ კულტურასა და მეღვინეობის 8000 წლოვან ტრადიციაზე. მან გაიხსენა 27 სექტემბერი - სოხუმის დაცემის დღე და მიესალმა ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ აქციას „მე მახსოვს სოხუმი - მე ვინახავ ჩემი სახლის გასაღებს“. ამის შემდეგ სცენაზე გამოვიდნენ კანადელი და ქართველი მუსიკოსებით დაკომპლექტებული ანსამბლები: “დარბაზი”, “ალილო”, “მაჭარი”, ტრიო „ზარი“, „გაბოს ტრიო“, რომლებმაც ქართული ხალხური და ქალაქური სიმღერები შეასრულეს. კლასიკური ნაწარმოებებით წარსდგნენ ტორონტოში მცხოვრები მომღერალი უჩა აბულაძე და სპეციალურად ამ კონცერტისთვის ამერიკიდან ჩამოსული ქართველი პიანისტი მერაბ ებრალიძე. კონცერტის დასასრულს, ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, კანადაში ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის, სპეციალური ჯილდოები გადასცა ანსამბლ „დარბაზის“ დამფუძნებელს ალან გასერსა და ამჟამინდელ ხელმძღვანელს რეიმონდ კინოშიტას, ასევე, ანსამბლის მოქმედ და ყოფილ წევრებს ნიკ მოს გილესპის, ლაურელ მაკდონალდს, ფრენკ რიგსს, ფილ სტრონგს, დერილ ვაინბერგს, ბი ენგელენს, მიქელანჯელო იაფანდანოს, დევიდ ანდერსონს, სემ ჰირტს, შალვა (ბაჩი) მახარაშვილს, ანდრეა კუზმიჩს, რედ რობინსს და მარიო მორელოს. სპეციალური ჯილდო გადაეცა ტორონტოში მცხოვრებ ქართველ მუსიკოსსა და მომღერალს შალვა (ბაჩი) მახარაშვილს და მისი ოჯახის წევრებს - ანდრია კუზმიჩს, ლუკა და გაბრიელ მახარაშვილებს, რომლებთანაც ერთად, ის უკვე თითქმის 15 წელია კანადაში ქართული სიმღერის პოპულარიზაციას ეწევა. ელჩმა სპეციალური ჯილდოები და სიგელები გადასცა კონცერტში მონაწილე სხვა ჯგუფებს, მათ წევრებსა და ინდივიდუალურ შემსრულებლებს. დაჯილდოვდნენ ჯგუფი "ალილო" (ხელმძღვანელი დიანა ერემაშვილი, წევრები: ალ ჰაკიმოვი, სანდრო ჰაკიმოვი, მიკა ჰაკიმოვი, მადონა ირემაშვილი), ანსამბლი "მაჭარი" (ხელმძღვანელი ალან გასერი, წევრები ბი ენგლენი, მიქელანჯელო იაფანდანო, სემ ჰირტსი), ტრიო "ზარი" და "გაბოს ტრიო" (ხელმძღვანელი ანდრეა კუზმიჩი, წევრები რედ რობინსი, შალვა (ბაჩი) მახარაშვილი, გაბრიელ მახარაშვილი, მარიო მორელო), მომღერალი უჩა აბულაძე და პიანისტი მერაბ ებრალიძე.

ფესტივალის ინიცირებისა და მის მაღალ დონეზე ჩასატარებლად გაწეული ძალისხმევისთვის, საელჩო განსაკუთრებულ მადლობას უხდის ტორონტოს ქართველ ქალთა ორგანიზაციას, მის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს თამარ ცინცაძეს, ორგანიზაციის დამფუძნებლებსა და წევრებს მაია ფურცხვანიძეს, თამარ შაოშვილს, თეა თოდუას, კარინა ბადაციანს, მადი თაბაგარს, ლალი ტლაშაძეს, ნინო მარშანია, სოფია შეტინინას, დიანა ირემაშვილს და თამარ გვაზავას.

ასევე გვსურს მადლიერება გამოვხატოთ ფესტივალისა და კონცერტის ორგანიზებისა და გამართვაში ჩართული ყველა პირისა და ორგანიზაციის მიმართ. მადლობა შემსრულებლებს: ნანი ქვრივიშვილს, ლარისა სადუნიშვილს, ლეილა მჭედლიშვილს, მუსიკალური საზაფხულო ბანაკის წევრებს: ჰილარი მაკკენზის, ოლენკა კლებანს, მატი პალონენს, ნატტი აბს, მარიჩკა გალადზას, სოფია ორსოფის, აბი ერიკას, ერინ უაიტს, ორიანე ტალა ედვარდს, რეინბოუ ქლაუდს სანს, სტეფანი დროუინს, ილია ავრუთოვს და ქესი ნორტონს, ტორონტოში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებს: გიგა იშხნელს, ცარო აფციაურს, არჩილ გოგავას, თამარ ალთუნაშვილს, სოსო გოცაძეს, გივი ჩაჩანიძეს, თამაზ ეპიტაშვილს, დავით არბოლიშვილს, შოთა არსენიძეს, გოჩა ბოლოკაძეს, ხათუნა ქავთარაძეს, ნათია მანგოშვილს, მაკა სუხიშვილს, თინათინ მეცხოვრიშვილს, გიორგი წითურიშვილს, გიგა, აბი და გიო გოგიშვილებს, ოპერატორს დავით კოჩიევს, მელ ლასტმანის სკვერის სცენის ხმის ოპერატორს შელდონ სტარს და მომსახურე პერსონალს პოლ კვინლანს, ქამალადინ ალის, ენდრიუ როუზს, რესტორანს "სულიკო", მის დირექტორს თამარა მოტრიჩს, თანამშრომლებს მარინა ჯღუთაშვილსა და მერაბ სურმანიძეს.