საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ღვინის იმპორტიორი მსხვილი კანადური კომპანიის წარმომადგენელთან

31 ოქტომბერს, ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა ღვინის იმპორტიორი მსხვილი კანადური კომპანიის „სტრატუს“ გაყიდვების მენეჯერთან დევიდ ფორენთან. შეხვედრაზე განიხილეს კანადაში ქართული ღვინის  იმპორტის გაზრდის პერსპექტივები და ღვინის იმპორტიორ კანადურ კომპანიებს შორის საქართველოსა და ქართული ღვინის შესახებ ინფორმაციის გავრცელების გზები.