საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

განცხადება კანადაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

განცხადება

კანადაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების გავლის შესახებ

 

კანადაში საქართველოს საელჩო  2018  წლის 1 ნოებრიდან აცხადებს სტაჟიორების შესარჩევ კონკურსს. კონკურსის   შედეგად, საელჩოში სტაჟირების გავლის შესაძლებლობა ექნება  ერთ საუკეთესო აპლიკანტს.

 

საელჩოში სტაჟირების გავლის მიზანია კანადაში ხანგრძლივი ან მოკლე ვადით მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საქართველოს დიპლომატიური დაწესებულების საქმიანობის გარკვეული ასპექტების უფრო ახლოს გაცნობა, საგარეო პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება, კვალიფიკაციის ამაღლება და ა.შ.

 

სტაჟირების            კონკურსში  მონაწილეობის     მიღება     შეუძლია    საქართველოს ქმედუნარიან  მოქალაქეს,  რომელიც  ფლობს საქართველოს სახელმწიფო  ენას,  არის  უმაღლესი საგანმანათლებლო  დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტიან აქვს უმაღლესი განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციომოთხოვნებს.

 

სტაჟირების ხანგრძლივობა განისაზღვრება  3 თვიდან  6 თვემდე ვადით

 

სტაჟიორთა შესარჩევი კონკურსის ეტაპები :

 

კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი მოიცავს საკონკურსო განაცხადების მიღებას, ხოლო მეორე ეტაპი გასაუბრებას;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სტაჟირების კანდიდატი უნდა იყოს კანადის საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ხარისხი ერთ-ერთი შემდეგი სპეციალობით: საერთაშორისოურთიერთობები, საერთაშორისო სამართალი, საერთაშორისო ეკონომიკა, პოლიტიკურიდა სოციალური მეცნიერებები, ეკონომიკა, საჯარო მმართველობა, სამართალი;

 

სავალდებულო უნარ-ჩვევები: ანგარიშვალდებულება და მიზანდასახულობა, ანალიტიკური აზროვნება, პროაქტიურობა, გუნდური მუშაობის უნარი, ზეპირი დაწერითი კომუნიკაცია, პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა. სავალდებულოა ერთი უცხო ენის ცოდნა, უპირატესობა მიენიჭება იმ კონკურსანტებს, რომლებიც კანადის ორ ოფიციალურ ენას ფლობენ (ინგლისური, ფრანგული);

 

 

კონკურსის თემატიკა:

 

·            საქართველოს კანონი "დიპლომატიური სამსახურის შესახებ";

·            საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულება;

·            1961 წლის ვენის კონვენცია დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ

·            საქართველოს წინაშე არსებული საგარეო პოლიტიკური, ეკონომიკური, გეოპოლიტიკური გამოწვევების ზოგადი ანალიზი;

·            შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევების ზოგადი ანალიზი;

·            საერთაშორისო პოლიტიკის ზოგადი მიმოხილვა;

·            საქართველო-კანადის ურთიერთობები.

 

განაცხადები და საბუთები მიიღება მ/წლის 1 ნოემბრიდან 14 ნოემბრის   ჩათვლით, საელჩოს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: Ottawa.emb@mfa.gov.ge

 

კანადაში საქართველოს საელჩოში სტაჟირების კონკურსში მონაწილეობის    მსურველმა  პირმა  უნდა წარადგინოს:

 

-     განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი N2);

-     ავტობიოგრაფია;

-     დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

-     საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;

-     ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

-     ერთი ფოტოსურათი (3X4).

-     ნასამართლობის შესახებ ცნობა.

 

სტაჟირება არ არის ანაზღაურებადი.

 

სტაჟირების  კონკურსი  ცხადდება  წელიწადში ორჯერ, მაისის და ნოემბრის თვის პირველ სამუშაო დღეს.

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

     ელფოსტა: Ottawa.emb@mfa.gov.ge

     ტელ. +1 (613) 421 0460

სტაჟირების განაცხადი.pdf

სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის წესი_.pdf