საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიცირების მინისტრის მოადგილესთან, ომარ ალგაბრასთან

1 ნოემბერს საქართველოს  ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე  შეხვდა კანადის საერთაშორისო  ვაჭრობის დივერსიფიცირების  მინისტრის მოადგილეს, პარლამენტის  წევრს, ომარ ალგაბრას, რომელთანაც  განიხილა საქართველოსა  და კანადას შორის უცხოური  ინვესტიციების დაცვის  შეთანხმებაზე მიმდინარე  ორმხრივი მოლაპარაკებები, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული რეფორმები და ქვეყანაში არსებული მიმზიდველი ბიზნეს და საინვესტიციო გარემო, კანადური კომპანიების საქართველოს ბაზრით დაინტერესების გზები, საქართველოსა და კანადას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.