საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტრო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს

საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივ შეეძლებათ, ხოლო საკონსულო რეგისტრაციის გავლა არჩევნების დღემდე 21 დღით ადრე იქნება შესაძლებელი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ განაცხადა.

მისივე თქმით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 57 ათასი ადამიანი, თუმცა არჩევნების პირველ ტურში მონაწილეობა მიიღო 5000-მდე მოქალაქემ.

კონსტანტინიდის ინფორმაციით, არჩევნები 39 ქვეყანაში ჩატარდება.

„საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობის მიღება ჩვეულებრივ ექნებათ შესაძლებელი, ამისთვის კი ისინი უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ან რეგისტრორებული უცხოურ მისამართზე. მოქალაქებმა, რომლებიც არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, უნდა მიმართონ საზღვარგარეთ ჩვენს წარმომადგენლებს, ან უნდა ეწვიონ საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს და დარეგისტრირდნენ ონლაინ. მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად უნდა ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, ან საქართველოს მოქალაქის ვადიანი პასპორტი", - განაცხადა კონსტანტინიდიმ.

მისივე თქმით, მომსახურეობა სრულიად უფასოა.

 

https://www.interpressnews.ge/ka/article/519284-sagareo-sakmeta-saministro-saprezidento-archevnebis-meore-turtan-dakavshirebit-sazgvargaret-mcxovreb-sakartvelos-mokalakeebs-mimartavs/