საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი კალგარის უნივერსიტეტის პროფესორს შეხვდა

12 ნოემბერს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა კანადის ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების - კალგარის უნივერსიტეტის პროფესორთან ჟან-რენე ლაბლანკთან, რომელთანაც განიხილა კალგარის უნივერისტეტსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დაწყების საკითხი. საელჩო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს კანადასა და საქართველოს შორის განათლების სფეროში თანამშრომლობას. ამ თემებზე ელჩმა შეხვედრები უკვე გამართა ტორონტოს, ოტავასა და კარლტონის უნივერსიტეტების ხელმძღვანელებთან. შედეგად, დაიწყო ამ უნივერსიტეტების პირდაპირი კონტაქტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტთან.