საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!

როგორც მოგეხსენებათ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება 2018 წლის 28 ნოემბერს. არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოტავაში გახსნილია N26 საარჩევნო უბანი, რომელიც მდებარეობს კანადაში საქართველოს საელჩოს შენობაში შემდეგ მისამართზე: ონტარიო, ქ. ოტავა, ალბერტის ქუჩა N340, მე-9 სართული, ოფისი 940, საფოსტო კოდი: K1R 7Y6 (340 Albert Street, Suite 940, Ottawa ON K1R7Y6). კანადაში რეგისტრირებულ და საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ არჩევნების მეორე ტურში ხმა მისცენ ამ მისამართზე.

საარჩევნო უბანი გაიხსნება 28 ნოემბერს, კანადის დროით დილის 08:00 საათზე და დაიხურება ღამის 12:00 საათზე.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საელჩოს ოფისი განთავსებულია მრავალსართულიან შენობაში, რომელსაც რამდენიმე შემოსასვლელი აქვს სხვადასხვა ქუჩიდან. ყველაზე მოსახერხებელია შენობაში შემოსვლა ალბერტის ქუჩის (340 Albert Street) და  კენტის ქუჩის მხრიდან (150 Kent Street), რამეთუ ეს შემოსასვლელები ყველაზე ახლოს მდებარეობს საარჩევნო უბანთან ასასვლელ ლიფტებთან.

გასათვალისწინებელია, რომ მრავალსართულიანი შენობა ღიაა ნებისმიერი ვიზიტორისთვის დილის 08:00 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. 18:00 საათზე შენობის შესასვლელი ყველა კარი ავტომატურად იკეტება. იმისთვის, რომ 18:00 საათის შემდეგ ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე შესვლისას პრობლემა არ შეექმნათ, შენობის ძირითად შემოსასვლელებთან დაწესებული იქნება მორიგეობა. მორიგეები ხმის მისაცემად მოსულ ყველა მოქალაქეს გაუღებენ შესასვლელ კარს და მიასწავლიან საარჩევნო უბნის ადგილმდებარეობას. საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად საღამოს 18:00 საათის შემდეგ მისვლის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ შენობაში მყოფ მორიგეებს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: +1 613 8699556; +1 819 3199174; +1 613 869 9558; +1 819 329 3243.