საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი სენ-ჟენის სამხედრო აკადემიას ეწვია

5 დეკემბერს, საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ეწვია სენ-ჟენის სამხედრო აკადემიას, სადაც შეხვდა აკადემიის ხელმძღვანელობას, პედაგოგებს, და უფროსი ოფიცრების კურსების მონაწილე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს. ელჩმა მონაწილეობა მიიღო სამხედრო სასწავლო კურსების დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაში ,რომლის დროსაც ქართველ კურსანტებს შესაბამისი დიპლომები გადაეცათ. ცერმონიაში მონაწილეობას იღებდნენ კანადის შეიარაღებული ძალების მეორე ბრიგადის და აღმოსავლეთ კანადის გაერთიანებული სამხედრო ძალების ხელმძღვაენლი, ბრიგადის გენერალი ჯენი ქერიგნანი და სენ-ჟენის სამხედრო აკადემიის უცხო ენების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი ლუიკ როი. კანადელ სამხედროებთან შეხვედრისას ელჩმა აღნიშნა, რომ თავდაცვის სფეროში წარმატებული თანამშრომლობა მაგალითი უნდა გახდეს საქართველო-კანადას შორის სხვა სფეროებში გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურ ჩართულობას კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამაში (MTCP). 2017-2018 წლებში 30-მდე ქართველმა სამხედრომ და სამოქალაქო პირმა გაიარა ამ პროგრამით გათვალისწინებული კურსები, რომელიც როგორც სამხედრო წვრთნას, სამშვიდობო ოპერაციებისთვის მომზადებას, ასევე, ინგლისური ენის მასწავლებელების გადამზადებას მოიცავს.