საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი გატინოს სამხედრო კოლეჯს ეწვია

6 დეკემბერს, საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ეწვია გატინოს სამხედრო კოლეჯს, სადაც სპეციალური დიპლომები გადასცა საქართველოს თავდაცვის აკადემიის პედაგოგებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამით (MTCP) გათვალისწინებული ინგლისური ენის მასწავლებლების გადამზადების კურსი. კანადა საქართველოს ეხმარება სამხედრო სპეციფიკის ინგლისური ენის სპეციალისტების მოზადებაში, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საერთაშორისო სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილე ქართველი სამხედროების  მიერ უცხო ენის ცოდნის დონის ამაღლებას. საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა სამხედრო კოლეჯის ხელმძღვანელობასა და პედაგოგებს ქართველი კურსანტების მიმართ გამოჩენილი ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის.