საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ყოველწლიური კონფერენცია "ამბასადორიალი"

თბილისში გრძელდება ელჩების ყოველწლიური კონფერენცია "ამბასადორიალი", რომელშიც მონაწილეობას იღებს საქართველის ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე. კონფერენციაზე ელჩებმა  საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, საქართველის მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლებთან ერთად შეაჯამეს 2018 წელს საგარეო უწყების მიერ გაწეული საქმიანობა, განიხილეს თავდაცვისა და უსაფრთხოების, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების, ოკუპირებული რეგიონების  არაღიარების პოლიტიკის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ქვეყნებთან ორმხრივი კავშირებისა და დიასპორებთან ურთიერთობის საკითხები. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვისა და განათლების სფეროებში.