საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა რიდო კლუბში

ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა ოტავას ისტორიული „რიდო კლუბის“ ხელმძღვანელებს, რომლებთანაც განიხილა მიმდინარე წელს კლუბში  ქართული კულტურული ღონისძიებების, მათ შორის, ქართული ღვინის დეგუსტაციების გამართვის საკითხები. გასულ წელს საქართველოს საელჩომ კლუბის წევრებისთვის უკვე გამართა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც საქართველოს ისტორიას, თანამედროვეობას, კულტურას, ტრადიციებს, ქართულ ენასა და ანბანს, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნეს და ტურისტულ პოტენციალს მიეძღვნა, ჩატარდა ქართული ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია. „რიდო კლუბის“ ისტორია უშუალოდ უკავშირდება კანადის ისტორიას. კლუბი 1865 წელს დაარსდა, კანადის  კონფედერაციის შექმნამდე 2 წლით ადრე. მისი პირველი პრეზიდენტი კანადის სახელმწიფოს დამაარსებელი და პირველი პრემიერ მინისტრი სერ ჯონ მაკდონალდი იყო. დღეს კლუბის  წევრები არიან კანადის გენერალ-გუბერნატორი, პრემიერ მინისტრი, პარლამენტის სპიკერი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, ასევე, კანადის პოლიტიკური და ბიზნეს ელიტის სხვა გავლენიანი წარმომადგენლები, საზოგადო და კულტურის მოღვაწეები, მეცნიერები, ჟურნალისტები. 2017 წელს, ელჩი ოტავას ამ ყველაზე ძველი კლუბის პრივილიგირებულ წევრად მიიღეს. კლუბში რეგულარულად იმართება წევრებს შორის შეხვედრები, მიღებები, ლექციები. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია საქმიანი საუბარი და საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა პოლიტიკოსებთან, ბიზნესმენებთან, დიპლომატებთან. კლუბის ხელმძღვანელებთან შეხვედრაზე დაიგეგმა საელჩოს რამდენიმე ღონისძიება, რომელთაგან ერთ-ერთი კანადაში ნატო-ს 70 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში  გაიმართება და საქართველო-ნატოს ურთიერთობებს მიეძღვნება.