საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ

2019 წლის 1 მაისიდან - 2019 წლის 1 ივნისამდე, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებებში, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის გაცემის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის შემთხვევაში, საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 8 აპრილის N143 ბრძანების საფუძველზე, ერთჯერადად თავისუფლდებიან საფასურის გადახდისაგან.