საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მონრეალში საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ასამბლეა იმართება

  

24 სექტემბრიდან 4 ოქტომბრის ჩათვლით, ქალაქ მონრეალში ტარდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ასამბლეა, რომლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის  ლევან კარანაძის, სააგენტოს დირექტორის მოადგილის თამარ არჩუაძის შემადგენლობით. ასამბლეაში მონაწილეობისთვის მონრეალში გაემგზავრა საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში (ICAO), ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე. ასამბლეას  დაესწრება კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ნინო ხარაძე.

ასამბლეაზე აირჩევენ ICAO-ს საბჭოს ახალ წევრებს და საბჭოს ახალ პრეზიდენტს.  

ასამბლეის ფარგლებში საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელს პირველად გადაეცემა ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის ორი სერთიფიკატი საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების სფეროში გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის.