საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ოტავაში ქართული ენისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

კანადის დედაქალაქ ოტავაში, ენების ევროპული დღის აღნიშვნის ფარგლებში, საქართველოს საელჩო ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გამართავს.

კანადაში აკრედიტებულ ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებთან ერთად, ენების ევროპული დღის აღნიშვნაში საქართველოს საელჩოც ჩაერთვება.

ქართული ენისადმი მიძღვნილ ღონისძიებას კანადის სხვადასხვა სკოლის მე-8-მე-12 კლასების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები დაესწრებიან.

ოტავას „გლების“ კოლეჯში საქართველოს საელჩო მოაწყობს ქართული ენის კუთხეს, სადაც კანადელ მოსწავლეებს და პედაგოგებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ქართულ ენასა და ანბანს, ასევე, ქვეყნის ისტორიასთან, კულტურასა და ტრადიციებთან დაკავშირებულ ინფორმაციას.

ქართულ კუთხეში მოწაფეებისთვის გაიმართება მინი-კონკურსი, მათ ასევე საშუალება ექნებათ ქართულის შესატყვისი ლათინური ასოების ცხრილის მეშვეობით, დაფაზე ქართულად დაეწერონ თავიანთი სახელები.

ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს საელჩო გადასცემს სპეციალურ პრიზებს - საქართველოს ამსახველი ფოტოალბომები, ტრადიციული ხევსურული ქუდები, ქართული ხალხური რეწვის ნიმუშები, ჩურჩხელები, ბუკლეტები და კომპაქტური დისკები ქართული ენის შესახებ.