საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრები საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციისა და 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით.

საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციისა და 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ საელჩოში უმასპინძლა კანადური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. 

გაიმართა ელჩის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციის “Embassy Connections Canada” ხელმძღვანელთან ჯერი შერმანთან. ელჩმა სტუმრისთვის გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, რომლის დროსაც ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის, 1990-ან წლებში და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, იქ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების, საქართველოს მეზობელ რეგიონებში არსებული სიტუაციის შესახებ. მან სტუმარს ასევე გააცნო ინფორმაცია საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე, განხორციელებულ რეფორმებსა და ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

ელჩი შეხვდა კანადური საპრომოციო ორგანიზაციის “Take Your Seat” ხელმძღვანელებს რენდი და ვინსენტ ვანდერსტარენებს. ამ ორგანიზაციის მიზანია, ერთობლივი ფოტოგამოფენების ორგანიზებისა და ფოტოალბომების შექმნის გზით, კანადელებს გააცნოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურა, ბუნება, ტრადიციები, წაახალისოს კანადური ტურიზმი ამ ქვეყნებში. ამგვარი ერთობლივი ფოტოალბომები უკვე მომზადდა თურქეთთან, იაპონიასთან, ჩინეთთან, ტაილანდთან. ელჩმა სტუმრებისთვის გააკეთა პრეზენტაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ენისა და დამწერლობის, მეღვინეობის უძველესი ტრადიციების, ტურისტული პოტენციალის, ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს, განხორციელებული რეფორმების, ასევე, საქართველოს პირველი რესპუბლიკის, პირველი კონსტიტუციის, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის, 1990-ან წლებში და 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, იქ შექმნილი მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, საქართველოს მეზობელ რეგიონებში არსებული სიტუაციის, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ. კანადურმა ორგანიზაციამ გადაწყვიტა შემდეგი პროექტი ჩვენს საელჩოსთან ერთად საქართველოში განახორციელოს და საქართველოსადმი მიძღვნილი ფოტოალბომი მიუძღვნას საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს, რომელიც მომავალ წელს სრულდება.  შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს პროექტის საორგანიზაციო საკითხები.