საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

26 მაისი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

კანადაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის ფარგლებში, დღეს, 26 მაისს,  კანადის დედაქალაქის ოტავას მერიის წინ  აღიმართა საქართველოს დროშა. ერთი დღით ადრე, 25 მაისს, საქართველოს დროშა ტორონტოს მერიამ აღმართა. შეგახსენებთ, რომ 26 მაისს, საღამოს, დაახლოებით 21:45 სთ-ზე, ნიაგარას ჩანჩქერი ქართული დროშის ფერებში განათდება.

ვულოცავთ ჩვენს ქვეყანას, ასევე კანადის სხვა ქალაქში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!