საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: “მიგრაცია და დიასპორა – გლობალური გამოწვევები“

თბილისის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ,,მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი,  საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ხელშეწყობით, 2021 წლის 18 ნოემბერს მართავს სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციას: მიგრაცია და დიასპორა გლობალური გამოწვევები.

 

კონფერენციის მიზანი: ცნობიერების ამაღლება მიგრაციისა და დიასპორის საკითხებზე, სტუდენტების თვალით დანახული გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქე სტუდენტებსაც ეძლევათ.

 

მონაწილეების წარმოდგენილ სამეცნიერო ნაშრომებს შეაფასებს სამეცნიერო კომისია, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად.

 

კონფერენციის თემატიკა: ნაშრომის საორიენტაციო თემატიკა მოიცავს შემდეგ საკითხებს, თუმცა შეზღუდული არ არის.

 

1. მიგრაცია და ინტეგრაცია;

2. შრომით მიგრანტთა უფლებები;

3. კლიმატის ცვლილება და ეკომიგრანტები;

4. ბავშვები და ახალგაზრდა მიგრანტები;

5. სქესი და მიგრაცია;

6. იძულებითი მიგრაცია;

7. ომი და მიგრაცია;

8. ეკონომიკური კრიზისი და მიგრაცია;

9. სამეცნიერო დიასპორის როლი ქვეყნის განვითარებაში;

10. ტრანსნაციონალიზმი, კულტურა და დიასპორა;

11. დიასპორა და გლობალიზაცია;

12. დიასპორის ჩართულობა მდგარდი ეკონომიკური განვითარების პროცესში;

13. დიასპორის გავლენა საგარეო პოლიტიკაზე.

 

სამუშაო ენა: ქართული

 

რეგლამენტი: მოხსენება 15 წთ; კითხვა-პასუხი 5 წთ.

 

ფორმატი: ფიზიკური მონაწილეობა და ZOOM-.

კომპერენციაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

 

რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

https://forms.office.com/Pages/ResponsePage.aspx...

 

ქართულ ენაზე შესრულებული ანოტაციის (A4 ფორმატი, არაუმეტეს 300 სიტყვისა) წარმოდგენა;

 

მონაწილეობის შესახებ დასტურის მიღების შემთხვევაში ქართულ ენაზე შესრულებული სამეცნიერო ნაშრომისა და PPP პრეზენტაციის (მაქსიმუმ 8-10 სლაიდი) წარმოდგენა.

 

ზოგადი მოთხოვნები ანოტაციის შესასრულებლად განთავსებულია შემდეგ ბმულზე:

https://drive.google.com/.../168yvRO0KUWgSEoLxg4cjQp.../view

 

მნიშვნელოვანი ვადები:

რეგისტრაციის გავლისა და ანოტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 18 ივლისი, თბილისის დროით 18.00 საათი;

კონფერენციაში მონაწილეობისთვის შერჩეული კანდიდატებისთვის შეტყობინების გაგზავნის ვადა -2021 წლის 18 აგვისტო;

სამეცნიერო ნაშრომისა და PPP პრეზენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადა 2021 წლის 18 ოქტომბერი, თბილისის დროით 18.00 საათი.

 

მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე და განსაზღვრული ვადების დაცვით უნდა გაიგზავნოს ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: [email protected] (სათაურის ველში კონფერენციის დასახელების მითითებით).

 

საკონფერენციო ნაშრომები შეფასდება სამეცნიერო კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად: შესაბამისობა კონფერენციის თემატიკასთან; საკითხის აქტუალობა; არგუმენტაცია; ანალიზის სიღრმე, ტექსტის სიცხადე; დასკვნების შესაბამისობა შედეგებთან, მიზანსა და ამოცანებთან; კვლევის სიახლე; აკადემიური ციტირების სტილი, პრეზენტაბელურობა.

 

კომისიის მიერ გამოვლინდება სამი საუკეთესო ნაშრომის ავტორი, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატები.

 

კონფერენციის მოხსენებები აიტვირთება მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრის ონლაინ ჟურნალში და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

 

თათია ღერკენაშვილი, კოორდინატორი, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ.: (+995) 598 105 729; ელ.ფოსტა.: [email protected]

 

ნინო ბალარჯიშვილი, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ: + 995 598820032, ელ-ფოსტა: [email protected]

 

ლელა გოგინავა, დირექტორი, მიგრაციისა და დიასპორის კვლევითი ცენტრი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი.

მობ: + 995 599755959; ელ-ფოსტა: [email protected]

 

გიორგი მალანია, კანადაში საქართველოს საელჩოს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი.

ტელ: +16134210460 ext 223

იმეილი: [email protected]