საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ნაციზმისა და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნა ოტავაში

ყოველწლიურად, 23 აგვისტოს, კანადაში ღმოსავლეთ ევროპისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების საელჩოები და შესაბამისი დიასპორული ორგანიზაციები აღნიშნავენ ნაციზმისა და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის .. „შავი ლენტის“ დღეს (Black Ribbon Day). ეს დღე 1939 წელს „რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტის“ ხელმოწერასა და ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმების მიერ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ოკუპაციას ეძღვნება. 2018 წლიდან ნაციზმისა და კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნის დღის აღნიშვნაში საქართველოს საელჩოც ჩაერთო. 2019 წლის აგვისტოში ამ ღონისძიების გარგლებში გავმართეთ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული ფოტოგამოფენა. 2020 წელს, კოვიდპანდემიის გამო, ღონისძიებები არ გამართულა. მიმდინარე წელს ტრადიცია კვლავ აღდგა და კანადის ბალტიური, პოლონური და უკრაინული სათვისტომოების ინიციატივით, 23 აგვისტოს, კანადის პარლამენტის წინ, ღია სივრცეში, შეიკრიბნენ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საელჩოებისა და დიასპორების წარმომადგენლები. მოეწყო კომუნიზმისა და ნაციზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი არტ-ინსტალაცია. ღონისძებას დაესწრნენ საელჩოს წარმომადგენლები ნინო ხარაძე და გიორგი მალანია. კომუნიზმისა და ნაციზმის მსხვერპლი ქვეყნების დროშების გვერდით გამოფენილი იყო საქართველოს დროშაც.