საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

კანადაში საქართველოს ელჩმა ტორონტოს ქართული ბაგა-ბაღი მოინახულა

კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე ტორონტოში ახლახანს გახსნილ ქართულ ბაგა-ბაღს ეწვია. ბაღი ტორონტოს ნორს-იორკის რაიონში მდებარეობს, იქ სადაც კოპაქტურად ცხოვრობენ საქართველოდან ემიგრირებული ჩვენი თანამემამულეები.
ბაგა-ბაღი ტორნოტში მცხოვრებმა თამარ ალთუნაშვილმა გახსნა. მან ელჩს ბაღის შენობა დაათვალიერებინა, კონსტანტინე ქავთარაძე ბაღის აღმრზდელებს და აღსაზრდელებს შეხვდა და ესაუბრა. ამჟამად ბაღში 10 ბავშვი დადის, თამარ ალთუნაშვილი და ბაღის აღმრზდელები ელზა ბოტკოველი და მერი ალთუნაშვილი ბავშვებისთვის ქართულ გარემოს ქმნიან.
პატარები ქართულ ლექსებს სწავლობენ, ერთმანეთთან ქართულად საუბრობენ. თუმცა ბაღს ქართულ ენოვანი დამხმარე მასალები, საბავშვო წიგნები, სახელმძღვანელოები ესაჭიროება. კონსტანტინე ქავთარაძემ დახმარება აღუთქვა ბაღის დირექტორს. თამარ ალთუნაშვილმა ელჩს აცნობა, რომ სულ უფრო მეტ მშობელს სურს ბაღში ბავშვის მიყვანა, მაგრამ შენობის ფართი ამის საშუალებას არ იძლევა.
გადაწყდა, რომ საელჩო ჩაერთვება ამ საკითხის მოგვარებაში, ელჩი და ბაღის დირექტორი შეხვდებიან ნორს იორკის ადგილობრივ თვითმართველობას, რათა განიხილონ მერიის კუთვნილებაში არსებული ფართის ბაღისთვის უფასოდ გადაცემის შესაძლებლობა.
შეხვედრის დასასრულს ელჩს სამახსოვროდ გადასცეს ბაღის აღსაზრდელების მიერ დახატული სურათი.
ელჩთან ერთად ბაღში საელჩოს კონსული ნატალია კორძაია იმყოფებოდა.