საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა კანადის ვაჭრობის სამინისტროში

2 მარტს, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრა გამართა  კანადის საერთაშორისო  ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან, საპარლამენტო მდივანთან, პამელა გოლდსმით-ჯონსთან.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სტეფანი ბეკი. საუბარი შეეხო საქართველო-კანადას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვის შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული საკითხები. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყების პერსპექტივები. აღინიშნა რომ, ბოლო პერიოდში საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობები მნიშვნელოვნად გააქტიურდა რისი დასტურიც არის კანადის წარმომადგენლების გახშირებული ვიზიტები საქართველოში და აპრილის თვეში დაგეგმილი კანადა-საქართველოს ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები. პამელა გოლდსმით-ჯონსმა საქართველოს ელჩს გადასცა კანადის მთავრობის დადგენილება საქართველოსთან  ინვესტიციების დაცვის შეთანხმებაზე ოფიციალური მოლაპარაკებების დაწყების შესახებ.