საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თანამშრომლობის სფეროები

კანადა ტრადიციულად არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც არის ნატო-სა და დიდი რვიანის წევრი ქვეყანა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 2009 წლიდან რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადას შორის.

სავაჭრო ბრუნვა 2009 2014 (აშშ დოლარი):

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2009

14,148.5

117,224.1

2010

18,32.0

118,736.0

2011

14,991.5

114,793.8

2012

19,096.5

104,579.7

2013

19,892.8

81,361.2

2014

12,033

47,746

ეკონომიკური თანამშრომლობა

დახმარების პროგრამები:

CIDA-ს (კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფარგლებში 2003-2004 წლებში საქართველოში კანადის ოფიციალური დახმარების პროგრამის განვითარებამ შეადგინა 4,38 მილიონი აშშ დოლარი, 2006-2007 წლებში - 1,9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2007-2008 წლებში 2,44 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველო-რუსეთს შორის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით კანადის მთავრობამ კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით გამოყო 3 მილიონი კანადური დოლარი.