საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საელჩოს განცხადება

  
2019 წლის 17 თებერვალს, 14:00 საათზე, ხმელთაშუაზღვის სწავლებების კანადური ინსტიტუტის ოტავას ფილიალი, კარლტონის უნივერსიტეტთან და ამერიკის არქეოლოგიური ინსტიტუტის ოტავას წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით,  აწყობს ტორონტოს უნივერსიტეტის  არქეოლოგიის ცენტრის პროფესორის, საქართველოში კანადური არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, სტივენ ბატიუკის ლექციას „ვაზის წარმოშობის კვლევა: უძველესი მეღვინეობის ისტორია და არქეოლოგიური შესწავლა.“
 
სტივენ ბატიუკი უკვე წლებია იკვლევს მეღვინეობის ისტორიას, იგი იყო იმ საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის წევრი, რომელმაც მეცნიერულად დაამტკიცა, რომ საქართველო კულტურული მეღვინეობის სამშობლოა. 
 
თავის ლექციაში სტივენ ბატიუკი ისაუბრებს ახალ არქეოლოგიურ აღმოჩენებზე, ღვინის ბიო-მოლეკულურ კვლევებზე, რაც საშუალებას აძლევს მეცნიერებს დაამტკიცონ, რომ მეღვინეობის ისტორია ნეოლითური ხანიდან იწყება. იგი ასევე აღწერს თუ როგორ გავრცელდა ღვინის კულტურა საქართველოდან ახლო აღმოსავლეთში და მთელს ხმელთაშუაზღვის რეგიონში.
 
ლექციას კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრება, იგი სიტყვით მიმართავს აუდიტორიას. ლექციის შემდეგ საქართველოს საელჩო დამსწრეებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდება.

 

საელჩო მოხარული იქნება, თუ კანადაში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები დაესწრებიან სტივენ ბატიუკის ლექციას. 

 

მისამართი: Woodside Hall, Dominion Chalmers United Church

          355 Cooper Street, Ottawa

                      (Please use Lisgar Street entrance and parking)