ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა

თქვენ დაკარგავთ საქართველოს მოქალაქეობას, თუ:

  • მიიღებთ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას;
  • თუ დადასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვეთ ყალბი დოკუმენტების წარდგენის გზით;
  • თუ საზღვარგარეთ მუდმივად ცხოვრების შემთხვევაშიორი წლის განმავლობაში (არასაპატიო მიზეზით) არ დადგებით საკონსულო აღრიცხვაზე;
  • თუ საქართველოს კომპეტენტური ორგანოების უნებართვოდ  შეხვალთ  სხვა სახელმწიფოს სამხედრო სამსახურში, პოლიციაში, იუსტიციის, მმართველობის ან სახელმწიფო ხელისუფლების სხვა ორგანოებში.

 

კანადის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში გთხოვთ წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტები:

განცხადება საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის სახელზე;

საქართველოს მოქალაქის პასპორტის  ასლი;

კანადის მოქალაქის პასპორტის  ასლი;

2 ფოტოსურათი.

 

წერილობითი განცხადება და შესაბამისი დოკუმენტები შეიძლება წარმოადგინოთ  პირადად ან ფოსტის მეშვეობით.

მომსახურების  ვადა და საფასური

საქართველოს  მოქალაქეობის დაკარგვის საკითხის განსახილველად კანონით დადგენილია 3 თვიანი ვადა და მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ