ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 22.06.2017

2017 წლის, 22 ივნისს საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კანადის გენერალ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს.

 
განთავსების თარიღი: 22.06.2017

ა.წ. 20 ივნისს, ქ. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო კანადის ქალაქ მონრეალში გამართულ ქალაქთა XII მსოფლიო კონგრესში. კონგრესს 150 ქვეყნის  ქალაქების მერები სტუმრობდნენ. კონგრესი მონრეალის მერმა დენი კოდერმა გახსნა. დღის ბოლოს კონგრესის მუშაობაში კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდოც ჩაერთო. 

 
განთავსების თარიღი: 13.06.2017

2017 წლის 11 ივნისს, კანადის ქალაქ ტორონტოში, სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის აქციების - "ქართული საღამოების" ციკლის პირველი ღონისძიება იყო.

 
განთავსების თარიღი: 05.06.2017

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტმა ოლუმუივა ბენარდ ალიუმ გამოხატა გაეროს სააგენტოს ღრმა კმაყოფილება, საქართველოს მთავრობის მიერ, ორგანიზაციის უნივერსალური უსაფრთხოების აუდიტის პროგრამის შედეგად გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით დაძლევის გამო.

 

 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 6 7 8 9 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 23 24
25 26 27 28 29 30  

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ