ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 30.09.2017

ტორონტოს Air Canada-ს ცენტრში საზეიმოდ დაიხურა საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშები Invictus Games. დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ კანადის პრემიერ მინისტრის მეუღლე სოფი ტრუდო, თამაშების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბერნსი, კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერი კეთლინ ვინი და Invictus-ის თამაშების დამაარსებელი პრინცი ჰარი.

 
განთავსების თარიღი: 29.09.2017

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, ტორონტოში ქართველი ძიუდოისტის, კობა ჩიმჩიურის დაარსებული ბავშვთა ჭიდაობის ცენტრი მოინახულა. 

 
განთავსების თარიღი: 28.09.2017

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ქართველ სამხედროებს კანადაში მიმდინარე პარაოლიმპიურ თამაშებში გამარჯვებას ულოცავს. 

 
განთავსების თარიღი: 28.09.2017

Invictus-ის თამაშების გამარჯვებულ, საქართველოს მჯდომარე ფრენბურთელთა ნაკრების დაჯილდოების დროს..

 
განთავსების თარიღი: 28.09.2017
 
განთავსების თარიღი: 27.09.2017
 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

ტორნტოში მიმდინარე დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშების ფარგლებში გამართულ შეჯიბრებეში აქტიურად ჩაერთო საქართველოს ნაკრები. ერთ-ერთი პირველი სახეობა სადაც მდელები გათამაშდა ველო სპორტი იყო. 

 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

ტორონტოში, დაჭრილი სამხედროების პარაოლიმპიურ “Invictus” თამაშებში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობის აღსანიშნავად, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ გამართა მიღება.

 
განთავსების თარიღი: 27.09.2017

Air Canada-ს ცენტრში 17 ქვეყნის 500 სპორტსმენი შეიკრიბა. თამაშები პრინც ჰარის ინიციატივით დაარსდა. საზეიმო გახსნას პრინც ჰარი, კანადის პრემიერ მინისტრი ჯასთინ ტრუდო, გენერალ გუბერნატორი დეივიდ ჯონსტონი, ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი მელანია ტრამპი და უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ესწრებოდნენ. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, გენშტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია და საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე.

 
განთავსების თარიღი: 24.09.2017

2017 წლის 20-24 სექტემბერს, ქ. ოტავაში გაიმართა ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი “Ottawa International Animation Festival“ (OIAF), რომელიც 1976 წელს დაარსდა და ამ სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ფესტივალად ითვლება.

 
განთავსების თარიღი: 20.09.2017

კანადის ქალაქ ტორონტოში, 23-30 სექტემბერს, სამხედრო მოქმედებებისას დაჭრილი სამხედროების საერთაშორისო პარაოლიმპიური ტიპის სპორტული თამაშები Invictus Games გაიმართება. ეს თამაშები 2014 წელს დაარსდა პრინც ჰარის ინიციატივით და დღესაც მისი პატრონაჟით იმართება. ტორონტოს თამაშებში 17 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას: კანადა, აშშ, ავღანეთი, ავსტრალია, ახალი ზელანდია, გერმანია, დანია, დიდი ბრიტანეთი, ერაყი, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ნიდერლანდები, პორტუგალია, რუმინეთი, საქართველო,   უკრაინა. 

 

 
განთავსების თარიღი: 19.09.2017

საქართველოს მთავრობამ 25 000 კანადური დოლარის ექვივალენტი აშშ დოლარი გამოჰყო კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობის თანადაფინასების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კანადაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით,  ეს თანხა უკვე გადარიცხა მემორიალის ფონდში.

 

მემორიალის მშენებლობის პროექტში საქართველოს ჩართვასთან დაკავშირებით, კანადაში საქართველოს საელჩოში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მემორიალის პროექტის ავტორს, კანადელი პოლონელების კონგრესის ხელმძღვანელს, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარეს, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერს ლუდვიკ კლიმკოვსკის საქართველოს მთავრობის სახელით სიმბოლური საბანკო ჩეკი გადასცა. 

 
განთავსების თარიღი: 13.09.2017

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებს ეწვია და რეგიონის დედაქალაქ იელონაიფში ფედერალური სტრუქტურებისა და ადგილობრივი თვითმართველობის ხელმძღვანელებს შეხვდა. ჩრდილო-დასავლეთ ტერიტორიებზე კანადის აბორიგენი მოსახლეობა-დენესა და ინუიტების თემი ცხოვრობს. 

 
განთავსების თარიღი: 11.09.2017

საქართველო მონაწილეობას მიიღებს კანადის დედაქალაქ ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი თავისუფლების მემორიალის მშენებლობაში.

ამის შესახებ შეთანხმებას კანადაში საქართველოს ელჩმა კოტე ქავთარაძემ და მემორიალის პროექტის ავტორმა, კანადელი პოლონელების კონგრესის ხელმძღვანელმა, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერმა, ლუდვიკ კლიმკოვსკიმ მიაღწიეს.

 
განთავსების თარიღი: 08.09.2017

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრa გამართა კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოში (Export Development Canada - EDC). EDC ხელს უწყობს კანადურ კომპანიებს და ინვესტორებს ახალი ბაზრების მოძიებაში, უწევს მათ სადაზღვევო და ფინანსურ მომსახურებას, ახალისებს კანადურ ინვესტიციებს საზღვარგარეთ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კანადაში. ამ ფუნქციებს EDC კანადის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში ახორციელებს. 

 

 

 
განთავსების თარიღი: 05.09.2017

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ერთ-ერთ წამყვანი ანალიტიკური არასამთავრობო ორგანიზაციის „კანადური ცენტრი ალტერნატიული პოლიტიკისთვის“ (CCPA) დირექტორს ბრიუს კემპბელს შეხვდა.  

 

 

 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 21 22 23
25 26

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ