ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

განთავსების თარიღი: 30.10.2017

30 ოქტომბერს, კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრება კანადის საპარლამენტო ფორუმს, რომლის განხილვის მთავარი თემა კანადის საგარო პოლიტიკა და ახალი გლობალური საფრთხეები იქნება.

 

 
განთავსების თარიღი: 27.10.2017

კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის სავაჭრო პალატის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ ადრიანა ვეგას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადა-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები.

 
განთავსების თარიღი: 27.10.2017

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ დაასრულა ვიზიტი საკსჩევანის პროვინციაში. პროვინციის დედაქალაქ რეჯაინაში მან გამართა  შეხვედრები სასკაჩევანის გუბერნატორთან ვონ სოლომონ  შოფილდთან, პრემიერთან ბრედ ვოლთან,  ადგილობრივი პარლამენტის სპიკერთან კორი ტოჩორთან, პროვინციის მდივანთან ნადინ ვილსონთან, ეკონომიკის მინისტრთან სტივენ ბონკთან , სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაილ სტიუარტთან,  ასევე,  რეჯაინას, სასკაჩევანის უნივერსიტეტებისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელებთან.

 
განთავსების თარიღი: 26.10.2017

ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კომპანია Brandt-ს სტუმრობს, კომპანია  სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ერთ ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელია კანადაში.

 
განთავსების თარიღი: 25.10.2017

ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო სასკაჩევანის საკანონმდებლო ასამბლეის გახსნის საზეიმო ცერემონიას. მან მონაწილეობა მიიღო საკანონმდებლო ორგანოს პირველ სესიაში.

 
განთავსების თარიღი: 25.10.2017

ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე სასკაჩევანის პროვინციის დედაქალაქ რეჯაინაში  შეხვდა სასკაჩევანის პროვინციის მდივანს ნადინ ვილსონს.

 
განთავსების თარიღი: 25.10.2017

ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე სასკაჩევანის პროვინციის დედაქალაქ რეჯაინაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სასკაჩევანის პრემიერს ბრედ ვოლს.

 
განთავსების თარიღი: 23.10.2017

კანადაში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქმიანი სადილი, რომელსაც კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირები, აკადემიური წრეებისა და მედია საშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძემ საქმიანი შეხვედრები გამართა კანადის პარლამენტში. შედგა შეხვედრა კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან რობერტ ნოლტთან. ნოლტი მმართველი ლიბერალური პარტიის ერთ-ერთი გავლენიანი წევრია და მის სახელს უკავშირდება კანადის პარლამენტის უფრო აქტიური ჩართულობა საგარეო ურთიერთობებში.

 
განთავსების თარიღი: 19.10.2017

2017 წლის 17 ოქტომბერს, გაიმართა კონსტანტინე ქავთარაძის შეხვედრა კანადის წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტთან კონრად სოვესთან (Mr. Conrad Sauve) და საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტთან, საერთაშორისო ოპერაციების ხელმძღვანელთან, ჰოსამ ელშარკავისთან (Mr. Hossam Elsharkawi).

 
განთავსების თარიღი: 04.10.2017

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის სამსახურის გენერალურ დირექტორს, გენერალ-მაიორ დერეკ ჯოისს.

 
განთავსების თარიღი: 04.10.2017

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე შეხვდა კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილეს სტეფანი ბეკს, რომელიც ამ თანამდებობაზე აგვისტოს ბოლოს დაინიშნა. 

 
განთავსების თარიღი: 03.10.2017

2017 წლის 3 ოქტომბერს, ოტავაში საფრანგეთის საელჩოში გაიმართა ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების წარმომადგენელთა ტრადიციული ყოველწლიური შეხვედრა.

 
განთავსების თარიღი: 03.10.2017

2 ოქტომბერს ქ. ტორონტოში მოდის კვირეული გაიხსნა. პირველი ჩვენებაზე კანადაში მცხოვრები  ქართველი დიზაინერის მარიტა მამუჩაშვილის და მხატვრის კახა ბერის მიერ დაარსებული სამოდელო სახლი "ფესვედი“ წარსდგა კოლექციით "კრიპტოგრამა“. 

 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 20 21
22 24 28
29 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ