ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და კანადას შორის

 

დიპლომატიური ურთიერთობები

დიპლომატიური ურთიერთობები კანადასთან დამყარდა 1992 წლის 23 ივლისს.

2011 წლის მაისში ქ. ოტავაში გაიხსნა საქართველოს საელჩო.

კანადაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი:

ლევან მეტრეველი (2011, აგვისტო-2012 სექტემბერი) 

ალექსანდრე ლაცაბიძე (2012წ, 8 ნოემბერი–2017, 1 მარტი)

კონსტანტინე ქავთარაძე (2017, 7 ივნისი- დღემდე) 

 

საქართველოში კანადის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

(რეზიდენციით ქ. ანკარა, თურქეთის რესპუბლიკა)

კრის კუტერი (2016-დღემდე)

 

კანადის საპატიო კონსული ქ.თბილისში

ბატონი კლიფორდ აიზეკი

 

თანამშრომლობის სფეროები

კანადა ტრადიციულად არის საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფო. საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ურთიერთობების განვითარებასა და თანამშრომლობას კანადასთან, რომელიც არის ნატო-სა და დიდი რვიანის წევრი ქვეყანა და რომლის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს წარმოადგენს მსოფლიოში დემოკრატიის განვითარება. საქართველო და კანადა აქტიურად თანამშრომლობენ საერთაშორისო ორგანიზაციების (გაერო, ეუთო) ფარგლებში. კანადა მხარს უჭერს საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესს და ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. 2009 წლიდან რეგულარულად იმართება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და კანადას შორის.

 

სავაჭრო ბრუნვა 2009–2014 (აშშ დოლარი):

 

 

 

წელი

იმპორტი

ექსპორტი

2009

14,148.5

117,224.1

2010

18,32.0

118,736.0

2011

14,991.5

114,793.8

2012

19,096.5

104,579.7

2013

19,892.8

81,361.2

2014

12,033

47,746

 

 

ეკონომიკური თანამშრომლობა

დახმარების პროგრამები:

CIDA-ს (კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტო) ფარგლებში 2003-2004 წლებში საქართველოში კანადის ოფიციალური დახმარების პროგრამის განვითარებამ შეადგინა 4,38 მილიონი აშშ დოლარი, 2006-2007 წლებში - 1,9 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2007-2008 წლებში 2,44 მილიონი აშშ დოლარი.

საქართველო-რუსეთს შორის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარების მიზნით კანადის მთავრობამ კანადის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საშუალებით გამოყო 3 მილიონი კანადური დოლარი.

 

მნიშვნელოვანი ვიზიტები საქართველოს მხრიდან:

2007 წლის 14-20 თებერვალი - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის ვიზიტი კანადაში.
2010 წლის 22-23 მარტი - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ვიზიტი კანადაში.
2010 წლის 26-30 ივლისი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ვიზიტი (Toronto)
2010 წლის 18-21 ნოემბერი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ბაკურ კვეზერელის ვიზიტი ტორონტოში (GOURMET FOOD & WINE EXPO)
2011 წლის 17-18 ოქტომბერი- საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონი ნიკა გიალურის ვიზიტი ქ. ოტავაში.
2011 წლის 17-20 ნოემბერი- სოფლის მეურნეობის მინისტრის ზაზა გოროზიას სამუშაო ვიზიტი კანადაში. (GOURMET FOOD & WINE EXPO)

2013 წლის 17-20 აპრილი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ქალბატონ მაია ფანჯიკიძის ვიზიტი ქ.ოტავაში

2014 წლის 12-13 მაისი- ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის ბატონ დავით დონდუას ვიზიტი კანადაში.

2015 წლის 15-21 თებერვალი-სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის,ბატონ ლევან ყიფიანის ვიზიტი კანადაში.

2015 წლის 12-17 აპრილი- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის,ბატონ არჩილ ხაბაძის ვიზიტი (კვებეკი,კანადა)

2015 წლის 9–11 ივლისი–ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს დავით ბაქრაძეს ვიზიტი კანადაში

მნიშვნელოვანი ვიზიტები კანადის მხრიდან:

 

2002 წლის 13-15 ნოემბერი - კანადის სახელმწიფო მდივნის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების საკითხებში, გარ კნუტსონის ვიზიტი საქართველოში.
2008 წლის 31 აგვისტო - საგარეო ურთიერთობათა და საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში კანადის სახელმწიფო მდივნის ჰელენა გურგისის ვიზიტი საქართველოში.

უმაღლესი და მაღალი დონის შეხვედრები:

2010 წლის 19-21 ნოემბერი ნატოს ლისაბონის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის ორმხრივი შეხვედრა.
2010 წლის 2-4 ივლისი ქ. კრაკოვში გამართული „დემოკრატიული თანამეგობრობის" დაარსების 10 წლისთავისადმი მიძღვნილი მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძისა და კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ლორენს კენონის ორმხრივი შეხვედრა.
2011 წლის 17-18 ოქტომბერი ქ. ოტავაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ბატონი ნიკა გილაურისა და კანადის პრემიერ-მინისტრის სტივენ ჰარპერის, კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯონ ბერდის, კანადის საკანონმდებლო ორგანოს ორივე პალატის სპიკერის ორმხრივი შეხვედრები.

 

სამართლებრივი ბაზა:

"საქართველოს და კანადის მთავრობას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ" დეკლარაცია. (ქ.ოტავა 10.03.194)

შეთანხმება:

საქართველოს და კანადის მთავრობის შორის ნაცვალგების პრინციპზე დაყრდობით , დიპლომატიურ მისიებსა და საკონსულო წარმომადგენლობებში აკრედიტებულ თანამშრომელთა კმაყოფაზე მყოფ პირებს მიენიჭათ  დასაქმების უფლება.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ