ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კანადის ქალაქ  ჰალიფაქსში უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმი გაიმართა. ფორუმი უკვე მეცხრედ ტარდება და მსოფლიოს წამყვან ექსპერტებს, ქვეყნების მეთაურებს, გავლენიან პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს, მედიის წარმომადგენლებსა და დიპლომატებს  უყრის თავს. წელს ფორუმის საპატიო სტუმრები ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და კანადის თავდაცვის მინისტრი რაჯიტ საჯანი იყვნენ. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ.

განთავსების თარიღი: 21.11.2017
 

კანადის ქალაქ ვანკუვერში საზეიმოდ გაიხსნა სამშვიდობო ოპერაციებისადმი მიძღვნილი გაეროს თავდაცვის მინისტერიალი, რომელშიც 79 ქვეყნისა და ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ,  საქართველოს მინისტერიალზე ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე წარმოადგენს. მინისტერიალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო. მან აღნიშნა კანადის მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთოს გაეროს სამშვიდობო მისიებში და მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერისკენ. 

 

განთავსების თარიღი: 16.11.2017
 

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, რომელიც ქალაქ ვანკუვერში სამშვიდობო მისიებისადმი მიძღვნილ გაერო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, ვანკუვერთან ახლოს მდებარე ქალაქ უისტლერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი მოინახულა და ყვავილებით შეამკო.

 

განთავსების თარიღი: 15.11.2017
 

საქართველოს ელჩმა კანადაში კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში დიდ ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუღალავი მებრძოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოტე აფხაზის შვილის - ნიკოლოზ აფხაზის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა.

 

განთავსების თარიღი: 15.11.2017
 

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ყველაზე ძველი და პრესტიჟული „რიდო კლუბის“ პრივილიგირებულ წევრად მიიღეს. კლუბის ისტორია უშუალოდ უკავშირდება კანადის ისტორიას. კლუბი 1865 წელს დაარსდა, კანადის  კონფედერაციის შექმნამდე 2 წლით ადრე. მისი პირველი პრეზიდენტი კანადის სახელმწიფოს დამაარსებელი და პირველი პრემიერ მინისტრი ჯონ მაკდონალდი იყო.

განთავსების თარიღი: 03.11.2017
 

კანადის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის შენობაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში, რომელსაც კანადის მემკვიდრეობის მინისტრმა მელანი ჯოლიმ უმასპინძლა, საქართველოს, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩებმა მიიღეს მონაწილეობა.

 

განთავსების თარიღი: 02.11.2017
 

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მონაწილეობა მიიღო კანადური საქველმოქმედო ორგანიზაციის “Reach Canada“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაშირომლის შემოსავალი უნარშეზღუდულპირებს ხმარდებაეს ღონისძიება 1980-ანი წლებიდან იმართება და მასში კანადელი პოლიტიკოსები, ცნობილი საზოგადო მოღვაწეები, შოუ-ბიზნესისა და სპორტის ვარსკვლავები, გავლენიანი ბიზნესმენები მონაწილეობენ.

განთავსების თარიღი: 01.11.2017
 

30 ოქტომბერს, კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრება კანადის საპარლამენტო ფორუმს, რომლის განხილვის მთავარი თემა კანადის საგარო პოლიტიკა და ახალი გლობალური საფრთხეები იქნება.

 

განთავსების თარიღი: 30.10.2017
 

კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის სავაჭრო პალატის საერთაშორისო პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორს, ქალბატონ ადრიანა ვეგას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს კანადა-საქართველოს შორის არსებული სავაჭრო ურთიერთობები.

განთავსების თარიღი: 27.10.2017
 

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ დაასრულა ვიზიტი საკსჩევანის პროვინციაში. პროვინციის დედაქალაქ რეჯაინაში მან გამართა  შეხვედრები სასკაჩევანის გუბერნატორთან ვონ სოლომონ  შოფილდთან, პრემიერთან ბრედ ვოლთან,  ადგილობრივი პარლამენტის სპიკერთან კორი ტოჩორთან, პროვინციის მდივანთან ნადინ ვილსონთან, ეკონომიკის მინისტრთან სტივენ ბონკთან , სოფლის მეურნეობის მინისტრთან ლაილ სტიუარტთან,  ასევე,  რეჯაინას, სასკაჩევანის უნივერსიტეტებისა და პოლიტექნიკური ინსტიტუტის წარმომადგენელებთან.

განთავსების თარიღი: 27.10.2017
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ