ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალი

2017 წლის 11 ივნისს, 16 საათზე, ტორონტოში, კინოთეატრში Fox Theater (მისამართი:2236 Queen St. E, Toronto), სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალი, კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ საერთაშორისოდ აღიარებული ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმს „სხვისი სახლი“. შთამბეჭდავი კინემატოგრაფიული ხერხების გამოყენებით, რეჟისორი ცდილობს წარმოაჩინოს მელანქოლიური განწყობა და შფოთვა ოჯახისა, რომელიც საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, სტაბილურობის ძიებაშია.

 

ფილმმა „სხვისი სახლი“, 2016 წელს მიიღო "დასავლეთის აღმოსავლეთი" ჯილდო კარლოვი ვარის ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე; 2017 წელს მიიღო კინემატოგრაფიის ამერიკული  საზოგადოების "შუქურას" პრემია; ასევე, ფილმი წარდგენილია სანტა ბარბარას ფილმების საერთაშორისო ფესტივალის საუკეთესო უცხოური ფილმის ნომინაციაზე.

 

კანადასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავის აღნიშვნის ფარგლებში და ფესტივალის მხარდასაჭერად, ფილმის ჩვენების დღეს, კანადაში საქართველოს საელჩო კინოთეატრის შენობაში გამართავს ფოტო გამოფენას აფხაზეთის, საქართველო, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ. მოწვეულ სტუმრებს საელჩო გაუმასპინძლდება ტრადიციული ქართული კერძებითა და მინერალური წყლებით. ამასთან, მაყურებელს  შესაძლებლობა ექნება მოუსმინოს ქართულ პოლიფონიურ სიმღერებს, რომლებსაც შეასრულებენ ტორონტოში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეები.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ ბმულს:

http://scarboroughfilmfestival.com/portfolio/house-of-others/ 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ