ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში

საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტმა ოლუმუივა ბენარდ ალიუმ გამოხატა გაეროს სააგენტოს ღრმა კმაყოფილება, საქართველოს მთავრობის მიერ, ორგანიზაციის უნივერსალური უსაფრთხოების აუდიტის პროგრამის შედეგად გამოვლენილი უსაფრთხოების პრობლემების წარმატებით დაძლევის გამო.

 

2017 წლის 25-27 მაისს, თბილისში ვიზიტის მსვლელობისას, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის საბჭოს პრეზიდენტი, ბ-ნი ოლუმუივა ბენარდ ალიუ, შეხვდა საქართველოს პრემიერ მინისტრს, ბ-ნ გიორგი კვირიკაშვილს. მან ასევე  გამართა შეხვედრები საქართველოს ეკონომისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან და მინისტრის მოადგილესთან ბატონებთან გიორგი გახარიასთან და გიორგი ჩერქეზიშვილთან და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორთან ბ-ნ გურამ ჯალაღონიასთან. შეხვედრებს ასევე ესწრებოდა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში საქართველოს ახლადდანიშნული მუდმივი წარმომადგენელი ბ-ნი კონსტანტინე ქავთარაძე.

 

ბ-ნი ალიუს განმარტებით, „დღეისათვის, საქართველოში არსებული ვითარება უფრო სტაბილურია და სჭარბობს პოზიტიური ტენდენციები... აღნიშნული მიმართულების შენარჩუნების მიზნით, ICAO მოუწოდებს საქართველოს გააგრძელოს უფრო მჭიდრო თანამშრომლობა ორგანიზაციის ევროპულ და ჩრდილო ატლანტიკურ რეგიონალურ ბიუროსთან და გააძლიეროს ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რაც რეგიონალური მასშტაბით, ICAO-ს პრიორიტეტს წარმოადგენს“.

 

საქართველოს პრემიერ მინისტრმა და მინისტრებმა ხაზგასმით აღნიშნეს სამოქალაქო ავიაციის სექტორის მნიშვნელოვანი როლი ქვეყნის ფართო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმართულებით და დასძინეს, რომ აუცილებელია მეტი ინვესტიციის მოზიდვა ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, რაც განსაკურებით მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რათა საჰაერო გადაზიდვებისა და მომსახურების სფეროში, გარდაიქმნას რეგიონალურ ჰაბად.

 

შეხვედრების მიწურულს, ბ-ნმა ალიუმ განაცხადა: „გლობალური სამოქალაქო ავიაციის კავშირების გაღრმავების მიმართულებით, საქართველო კიდევ უფრო მეტ წარმატებებს მიაღწევს და ICAO მზადაა აღმოუჩინოს მას შესაბამისი დახმარება“.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ