ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ტორონტოში „ქართული საღამო“ გაიმართა

2017 წლის 11 ივნისს, კანადის ქალაქ ტორონტოში, სქარბოროუს მსოფლიო ფილმების ფესტივალის ფარგლებში, ნაჩვენები იქნა ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“. ფილმის ჩვენება კანადაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართა და საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა. ეს კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის აქციების - "ქართული საღამოების" ციკლის პირველი ღონისძიება იყო.

 

საღამო სქარბოროუს ფესტივალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა სერგეი პეტროვმა და მენეჯერმა კარტერ ბრუსმა გახსნეს. კინოთეატრში Fox შეკრებილ მაყურებელს საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა. მან ისაუბრა საქართველოზე, მის ისტორიასა და დღევანდელობაზე. მან აღნიშნა, რომ ფილმში მოქმედება 1990-ანი წლების კონფლიქტის შემდგომ აფხაზეთში ვითარდება და დამსწრეებს მოუთხრო რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე, იმ მძიმე პირობებზე, რომელშიც იქ დარჩენილი მოსახლეობა იმყოფება.

 

ფილმის ჩვენებასთან დაკავშირებით, საელჩომ კინოთეატრის შენობაში გამართა  ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ამსახველი ფოტო-გამოფენა.

 

ტორონტოში მცხოვრები კანადელი და ქართველი მუსიკოსებისგან შემდგარმა ანსამბლმა“ დარბაზი“ შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.  ფესტივალის სტუმრებს საელჩო გაუმასპინძლდა ტრადიციული ქართული კერძებითა და მინერალური წყლით.  ღონისძიების ორგანიზებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო კანადაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ილია იმნაძემ.  

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ