ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ კანადის გენერალ გუბერნატორს რწმუნებათა სიგელები გადასცა

2017 წლის, 22 ივნისს საქართველოს ელჩმა კანადაში და მუდმივმა წარმომადგენელმა საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციაში კონსტანტინე ქავთარაძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კანადის გენერალ გუბერნატორს დევიდ ჯონსტონს. სიგელების გადაცემის ცერემონია გენერალ გუბერნატორის ოფიციალურ რეზიდენციაში გაიმართა. ცერემონიას გენერალ-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიგელების  გადაცემის შემდეგ დამსწრეებს სიტყვით მიმართა გენერალ გუბერნატორმა. მან აღნიშნა, რომ კანადა მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ისაუბრა საქართველოს ელჩის დიპლომატიურ კარიერაზე და იმედი გამოთქვა, რომ კანადა-საქართველოს ურთიერთობები უფრო მჭიდრო და მრავალმხრივი იქნება. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ შედგა გენერალ გუბერნატორისა და ელჩის პირისპირ საუბარი, რომლის დროსაც მხარეები შეეხნენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის თემებს, ასევე, საქართველოს უახლეს ისტორიასთან დაკავშირებულ საკითხებს. შეხვედრის ბოლოს გენერალ გუბერნატორი მიესალმა კანადაში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებს, რომლებიც ცერემონიას ესწრებოდნენ.  

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ