ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოს ეწვია

საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ შეხვედრa გამართა კანადის ექსპორტის განვითარების სააგენტოში (Export Development Canada - EDC). EDC ხელს უწყობს კანადურ კომპანიებს და ინვესტორებს ახალი ბაზრების მოძიებაში, უწევს მათ სადაზღვევო და ფინანსურ მომსახურებას, ახალისებს კანადურ ინვესტიციებს საზღვარგარეთ და პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს კანადაში. ამ ფუნქციებს EDC კანადის მთავრობასთან მჭიდრო კავშირში ახორციელებს. ელჩმა ისაუბრა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებულ რეფორმებზე, მიმდინარე მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კანადასთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებზე. მან აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებული დემოკრატიული განვითარების მაგალითია რეგიონში, მას აქვს სტრატეგიული გეოპოლიტიკური მდებარეობა, არაკორუმპირებული, ბიზნესისთვის მიმზიდველი გარემო, ჰყავს ეფექტური და გამჭვირვალე მთავრობა. ელჩმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, ჩინეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები ინდოეთთან. საქართველო კასპიის ზღვის რეგიონის ენერგომატარებლების სატრანზიტო ქვეყანაა, უახლოეს ხანში დასრულდება ევროპა-აზიის დამაკავშირებელი  ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო დერეფნისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა, ფუნქციონირებს რამდენიმე საერთაშორისო აეროპორტი. საქართველო ყალიბდება ჰაბად, სადაც კომპანიები დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ერთმანეთს ხვდებიან, აწარმოებენ სერვისებსა და პროდუქციას და ყიდიან რეგიონის 200 მილიონიან ბაზარზე. საქართველო ისტორიული აბრეშუმის გზის ნაწილი იყო, ამიტომ ბუნებრივია, რომ აქტიურად არის ჩართული ინიციატივაში „ერთი სარტყელი, ერთი გზა“. ელჩმა ისაუბრა იმაზე, რომ ამ ინიციატივით კანადაც დაინტერესდა, კანადა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი გახდა, როგორც საქართველო, ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ამ ინიციატივის ფარგლებში შემუშავებულმა პროექტებმა შეიძლება კარგი საფუძველი შექმნას საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობისთვის. კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, რომ ორი თვის წინ საქართველოს საელჩომ ოტავაში და კანადის სხვადასხვა პროვინციაში დაიწყო საქართველოს პოპულარიზაციის აქციების ციკლი, რომელთა მეშვეობით კანადის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, საზოგადოების ცნობილ წევრებს, კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ჟურნალისტებს, ტურისტულ სააგენტოებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს სასწავლებლებს აცნობს როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმებს, საინვესტიციო შესაძლებლობებს, ბიზნეს და ტურისტულ პოტენციალს, ასევე, ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, პოპულარიზაციას უწევს ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს. ელჩმა  მოუწოდა  EDC-ს ჩაერთოს ამ ღონისძიებებში და საელჩოსთან ერთად ხელი შეუწყოს კანადური კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით.  ელჩმა ასევე ისაუბრა კანადის სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ საერთაშორისო ბაზრობა-გამოფენებზე, რომლებშიც ქართული კომპანიები მიიღებენ მონაწილეობას.

EDC-ს ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ჯგუფის რეგიონული მენეჯერი დარენ პული და ამ ჯგუფის კავკასიის რეგიონული დესკ-ოფიცერი შენონ ფიშერი მიესალმნენ EDC-ში ელჩის სტუმრობას და აღნიშნეს, რომ ბევრი ახალი რამ შეიტყვეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს კანადაში მთელი ყურადღება ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების (NAFTA) გადახედვის პროცესზეა კონცენტრირებული,  კანადისთვის მნიშვნელოვანია სხვა რეგიონებთან და ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარება. მათ გამოთქვეს მზადყოფნა საელჩოსთან ერთად იმუშაონ კანადურ კომპანიებთან, რეგულარულად მიაწოდონ მათ ინფორმაცია საქართველოს შესახებ და წაახალისონ კანადური ინვესტიციები საქართველოში.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 6 7 9
10 12 14 15 16
17 18 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ