ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

Invictus თამაშების საზეიმო დახურვა

ტორონტოს Air Canada-ს ცენტრში საზეიმოდ დაიხურა საბრძოლო მოქმედებისას დაჭრილი სამხედროების სპორტული თამაშები Invictus Games. დახურვის ცერემონიაზე სიტყვით გამოვიდნენ კანადის პრემიერ მინისტრის მეუღლე სოფი ტრუდო, თამაშების აღმასრულებელი დირექტორი მაიკლ ბერნსი, კანადის ონტარიოს პროვინციის პრემიერი კეთლინ ვინი და Invictus-ის თამაშების დამაარსებელი პრინცი ჰარი. პრინცმა თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა თამაშების საორგანიზაციო კომიტეტს, მოხალისეებს და ტორონტოს მაცხოვრებლებს თამაშების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მან ისაუბრა სპორტის როლზე დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის პროცესში. მან აღნიშნა, რომ Invictus-ის თამაშების იდეა მაშინ გაუჩნდა, როდესაც ავღანეთში მსახურობდა და იქ დაჭრილ სამხედროებს ხვდებოდა. პრინცმა ხაზი გაუსვა მაღალ საბრძოლო და სპორტულ სულს, რომელიც თამაშებზე სუფევდა. მან განსაკუთრებით გამოჰყო საქართველოს დელეგაციის, კერძოდ, ქართველი ფრენბურთელების შემართება. პრინცმა მოუწოდა თამაშების მონაწილეებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ ყოფილ თანამებრძოლებს, ჩართონ ისინი თამაშებში, იმუშავონ საზოგადოებასთან, რათა დაეხმარონ სხვა დაჭრილ სამხედროებს. დახურვის ცერემონიას დაესწრო საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ