ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ოტავაში კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალს ჩაეყარა საფუძველი
კანადის ეროვნული ბიბლიოთეკისა და არქივის შენობაში კომუნიზმის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის საფუძვლის ჩაყრის საზეიმო ცერემონია გაიმართა. ცერემონიაში, რომელსაც კანადის მემკვიდრეობის მინისტრმა მელანი ჯოლიმ უმასპინძლა, საქართველოს, პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხეთის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩებმა მიიღეს მონაწილეობა. კანადის მთავრობასთან ერთად, რომელმაც 2 მილიონი კანადური დოლარი გაიღო, სწორედ ამ ქვეყნებმა დააფინანსეს მემორიალის პროექტი. საქართველოს მთავრობამ 25 000 კანადური დოლარი გამოჰყო მემორიალის მშენებლობის თანადაფინასების მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, კანადაში საქართველოს საელჩოს მეშვეობით,  ეს თანხა  მემორიალის ფონდში გადარიცხა, რითაც საქართველო კანადის დედაქალაქის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ნაგებობის დონორი გახდა.
სიტყვით გამოსვლისას, კანადის მემკვიდრეობის მინისტრმა აღნიშნა, რომ 1920-40-იან წლებში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები ტოტალიტარული რეჟიმების მსხვერპლი გახდნენ. ამ ქვეყნების ბევრმა მოქალაქემ თავი შესწირა თავისუფლებისთვის ბრძოლას, ბევრი იძულებული გახდა დაეტოვებინა სამშობლო და საზღვარგარეთ გახიზნულიყო, მათმა ნაწილმა კანადას შეაფარა თავი. ამჟამად, კანადის 8 მილიონი მოქალაქე თავს მიიჩნევს კომუნისტური რეჟიმების მსხვერპლად ან ამ მსხვერპლთა შთამომავლად. ეს არიან ადამიანები, რომლებიც რეპრესიებს გაექცნენ პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ჩეხეთიდან, იუგოსლავიიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, უკრაინიდან.  დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის კოტე აფხაზის შვილი ნიკოლოზ აფხაზიც 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ გახდა იძულებული ემიგრაციაში წასულიყო და საბოლოოდ, კანადისთვის შეეფარებინა თავი. სწორედ იმის გამო, რომ მაშინ კანადამ კარი გაუღო დევნილებს, მემორიალის სრული სახელწოდება ასე ჟღერს: „კომუნიზმის მსხვერპლთა მემორიალი-კანადა, დევნილთა თავშესაფარი“.
შეთანხმებას მემორიალის მშენებლობის პროექტში საქართველოს ჩართვის შესახებ საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ და პროექტის ავტორმა, კანადელი პოლონელების კონგრესის ხელმძღვანელმა, კანადური ორგანიზაციის “Tribute to Liberty” თავმჯდომარემ, დედოფლის საიუბილეო მედლის კავალერმა ლუდვიკ კლიმკოვსკიმ სამი თვის წინ მიაღწიეს. ცერემონიაზე ლუდვიგ კლიმკოვსკიმ მადლობა გადაუხადა საქართველოსა და პროექტში ჩართული სხვა ევროპული ქვეყნების მთავრობებს გაწეული დახმარებისთვის. მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მემორიალის პროექტზე მუშაობა კანადის კონსერვატული მთავრობის დროს დაიწყო, დღეს კი ლიბერალური მთავრობის პირობებში გრძელდება, იმაზე მიანიშნებს, რომ კანადა ფასეულობებზე დაფუძნებული ქვეყანაა, სადაც მთავარი არა პოლიტიკური ინტერესები, არამედ, ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და სამართლიანობაა.
მემორიალის აგება იგეგმება ოტავას ცენტრალურ უბანში, პარლამენტის შენობასთან ახლოს, კანადის ცენტრალური ბიბლიოთეკისა და არქივის შენობის წინ, პროვინციებისა და ტერიტორიების ბაღში. მემორიალზე, რომლის სიგრძე 21 მეტრია, გამოსახული იქნება 1917 წლის შემდეგ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მომხდარი მოვლენები, მათი გასაბჭოება, რეპრესიები, თავისუფლებისთვის ბრძოლა.
მემორიალზე ასევე დაიტანება საქართველოსთვის მნიშვნელოვანი თარიღები, მაგალითად: 1918 წელს დამოუკიდებლობის გამოცხადება, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაცია, 1924 წლის ანტიბოლშევიკური აჯანყების ჩახშობა, 1978 წელს ქართული ენის დასაცავად დაწყებული მასობრივი გამოსვლები, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია, 1991 წელს დამოუკიდებლობის აღდგენა, 2008 წლის რუსული აგრესია და საქართველოს რეგიონების ოკუპაცია. მოვლენების ჩამონათვალს ქართული მხარე შეადგენს და პროექტის ორგანიზატორებს მიაწვდის. მემორიალში ჩამონტაჟებული სპეციალური ელექტრონული მოწყობილობის მეშვეობით,  საქართველოს შესახებ ინფორმაცია ჩაიტვირთება  დამთვალიერებლების მობილურ ტელეფონებშიც.

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ