ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს ელჩი „რიდო კლუბის“ წევრი გახდა

საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე კანადის ყველაზე ძველი და პრესტიჟული „რიდო კლუბის“ პრივილიგირებულ წევრად მიიღეს. კლუბის ისტორია უშუალოდ უკავშირდება კანადის ისტორიას. კლუბი 1865 წელს დაარსდა, კანადის  კონფედერაციის შექმნამდე 2 წლით ადრე. მისი პირველი პრეზიდენტი კანადის სახელმწიფოს დამაარსებელი და პირველი პრემიერ მინისტრი ჯონ მაკდონალდი იყო.

დღეს კლუბში გაწევრიანებული არიან მთავრობის წევრები, პარლამენტარები, მოსამართლეები, მსხვილი ბიზნესმენები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, დიპლომატები. კლუბის საპატიო წევრები არიან კანადის გენერალ გუბერნატორი, პრემიერ მინისტრი, მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, კანადის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე.

კლუბში რეგულარულად იმართება წევრებს შორის შეხვედრები, მიღებები, ლექციები. ეს არის ადგილი, სადაც შესაძლებელია შეხვედრა, საქმიანი საუბარი, მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა პრაქტიკულად ყველა იმ პოლიტიკოსთან, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კანადაში.

კლუბის წევრობა კარგი საშუალებაა, რათა კანადის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს, ბიზნესმენებს, საზოგადო და კულტურის მოღვაწეებს, მეცნიერებს, ჟურნალისტებს გავაცნოთ როგორც საქართველოში მიმდინარე რეფორმები, საინვესტიციო შესაძლებლობები, ბიზნეს და ტურისტულპოტენციალი, ასევე, ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ღვინოსა და სამზარეულოს.

 

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 17 18
19 20 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ