ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ნიკოლოზ აფხაზისადმი მიძღვნილი საღამო კანადაში

საქართველოს ელჩმა კანადაში კონსტანტინე ქავთარაძემ ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის დედაქალაქ ვიქტორიაში დიდ ქართველი საზოგადო მოღვაწის, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის დაუღალავი მებრძოლის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებლის, კოტე აფხაზის შვილის - ნიკოლოზ აფხაზის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა. 1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ნიკოლოზ აფხაზი დედასთან ელენე იოსელიანთან ერთად იძულებული იყო საქართველო დაეტოვებინა და პარიზს გახიზნულიყო. კოტე აფხაზი საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში. 1923 წელს ბოლშევიკებმა კოტე აფხაზი დახვრიტეს, მისი ოჯახი საფრანგეთში მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს ნიკოლოზ აფხაზი საფრანგეთის არმიაში მსახურობდა, იგი ტყვედ ჩავარდა და რამდენიმე წელი გერმანულ ბანაკებში გაატარა. ომის შემდეგ ნიკოლოზ აფხაზი კანადაში გაემგზავრა, სადაც თავის ძველ ნაცნობზე, ბრიტანელ მარჯორი „პეგი“ პემბერტონ-კარტერზე იქორწინა. წყვილი ბრიტანეთის კოლუმბიის ქალაქ ვიქტორიაში დასახლდა, მათ მიწის ნაკვეთი შეიძინეს და ულამაზესი ბოტანიკური ბაღი გააშენეს. ეს ბაღი ვიქტორიაში „აფხაზების ბაღად“ არის ცნობილი. ნიკოლოზი 1987 წელს გარდაიცვალა, მისი მეუღლე კი 1994-ში. მათ შთამომავლობა არ დარჩენიათ. 2000 წელს ბაღის ადგილზე საცხოვრებელი სახლების აშენება დააპირეს, თუმცა, ვიქტორიას მოსახლეობამ ბაღის გადარჩენა გადაწყვიტა და შეგროვებული სახსრებით ბაღი გამოისყიდა. დღეს ბაღის მფლობელი ბრიტანეთის კოლუმბიის პროვინციის მიწის კონსერვაციის ორგანიზაციაა, რომელიც შემოწირულობებით ინახავს და უვლის ბაღს. ვიქტორიაში დღეს ცოტას თუ ახსოვს ვინ იყო ნიკოლოზ აფხაზი. ამიტომ, კანადაში საქართველოს საელჩომ აფხაზების საცხოვრებელ სახლში, სადაც ამჟამად რესტორანია განთავსებული, საქართველოსა და აფხაზების ოჯახისადმი მიძღვნილი ღონისძიება გამართა. საქართველოს ელჩმა და ბაღის მფლობელი კანადური ორგანიზაციის  დირექტორმა ქესი არმსტრონგმა საზეიმოდ გახსნეს ბაღში შესასვლელი ახალი ჭიშკარი. შემდეგ გაიმართა მიღება ქართული ღვინითა და კერძებით. კონსტანტინე ქავთარაძემ მოწვეულ სტუმრებს მადლობა გადაუხადა ბაღის გადარჩენისა და შენარჩუნებისთვის, გააცნო პრეზენტაცია საქართველოს შესახებ, მოუყვა აფხაზების ოჯახის ისტორია, წარუდგინა ფოტომასალა, რომელიც საელჩომ საქართველოს ეროვნულმა არქივის დახმარებით მოიძია. ბაღის მფლობელი ორგანიზაციის მმართველი საბჭოს  ხელმძღვანელმა პეიჯმა აღნიშნა, რომ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი პირველად ეწვია ბაღს, მან მადლიერება გამოხატა საელჩოს მიმართ და ელჩს საჩუქრად გადასცა ბაღში გამოყვანილი ვარდის ახალი სახეობა, რომელსაც ნიკოლოზ აფხაზის მეუღლის საპატივცემულოდ „ თავადის ქალი აფხაზი“ ჰქვია. 92 წლის ფიონა ჰისლოუმ რომელიც პირადად იცნობდა ნიკოლოზ აფხაზს, ელჩს გადასცა აფხაზების ოჯახთან დაკავშირებული რამდენიმე წერილი და ფოტო, რომელიც ბოლო ორი ათეული წელი მასთან ინახებოდა.  ელჩმა დამსწრეებს აღუთქვა, რომ საელჩო კვლავაც განაგრძობს „აფხაზების ბაღის“ მხარდაჭერას და ნიკოლოზ და პეგი აფხაზების მემკვიდრეობის პოპულარიზაციას.  ღონისძიებას საელჩოს კონსული ნატალია კორძაია და ელჩის თანაშემწე ქეთი ფრეიზერი დაესწრნენ.

 

 

http://conservancy.bc.ca/featured-projects/abkhazi-garden/

 

 

 

 
აფხაზის ბაღი

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ