ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩმა ნოდარ ქუმარიტაშვილის მემორიალი მოინახულა

კანადაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ, რომელიც ქალაქ ვანკუვერში სამშვიდობო მისიებისადმი მიძღვნილ გაერო-ს თავდაცვის მინისტერიალს ესწრება, ვანკუვერთან ახლოს მდებარე ქალაქ უისტლერში 2010 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დროს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალი მოინახულა და ყვავილებით შეამკო. ეს მემორიალი ოლიმპიურ პარკში უისტლერის მერიის ინიციატივით გაიხსნა. ელჩი მემორიალს ვანკუვერში მცხოვრებ ქართველებთან ერთად ეწვია. 2010 წლის 12 თებერვალს, ვანკუვერის ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნამდე რამდენიმე საათითადრე, ერთ-ერთი ბოლო სავარჯიშო დაშვების დროს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრებისწევრის, 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილის ციგა უისტლერის ოლიმპიური ტრასის ბორტს შეეჯახა, რის შედეგადაც იგი ციგიდან ამოვარდა და ტრასიდან მოშორებით, ლითონის კონსტრუქციას შეეჯახა. სასწრაფო დახმარების ვერტმფრენით ის მაშინვე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ