ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ვანკუვერში გაეროს თავდაცვის მინისტერიალი გაიხსნა

კანადის ქალაქ ვანკუვერში საზეიმოდ გაიხსნა სამშვიდობო ოპერაციებისადმი მიძღვნილი გაეროს თავდაცვის მინისტერიალი, რომელშიც 79 ქვეყნისა და ხუთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ,  საქართველოს მინისტერიალზე ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე წარმოადგენს. მინისტერიალის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა კანადის პრემიერ მინისტრი ჯასტინ ტრუდო. მან აღნიშნა კანადის მზადყოფნა უფრო აქტიურად ჩაერთოს გაეროს სამშვიდობო მისიებში და მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს სამშვიდობო ოპერაციების მხარდაჭერისკენ. მან ხაზი გაუსვა, რომ დღევანდელი მსოფლიოს წინაშე არსებული გამოწვევები, როგორიცაა ტერორიზმი, კიდევ უფრო ართულებს კონფლიქტების თავიდან აცილებასა და მათ მოგვარებას. კანადის პრემიერმა ისაუბრა კონფლიქტების დროს ქალებისა და ბავშვების დაცვის აუცილებლობაზე, ბავშვების სამხედროებად გამოყენების დაუშვებლობაზე და გაეროს სამშვიდობო მისიებში ქალი სამხედროებისა და პოლიცილების რაოდენობის გაზრდის მნიშვნელობაზე. ვანკუვერის შეხვედრის მონაწილეებს ასე მიმართეს კანადის თავდაცვის მინისტრმა ჰარჯიტ საჯანმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ქრისტია ფრილენდმა, სამშვიდობო ოპერაციების სფეროში  გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ ჟან-პიერ ლაკრუამ, გაეროს კეთილი ნების ელჩმა, ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა ანჯელინა ჯოლიმ. მინისტერიალის ფარგლებში იმართება სესიები, რომლებიც ეძღვნება ქვეყნების ვალდებულებებს გაზარდონ ან გაააქტიურონ თავიანთი ჩართულობა სამშვიდობო ოპერაციებში, ხელი შეუწყონ სამშვიდობო ოპერაციებისთვის პერსონალის მომზადების თანამედროვე მეთოდების დანერგვას, შეიმუშავონ ადრეული შეტყობინებისა და სამშვიდობო ძალების სწრაფი განლაგების ეფექტიანი სისტემა, უზრუნველყონ კონფლიქტების დროს ბავშვებისა და ქალების დაცვა, აღმოფხვრან  რიგ ქვეყნებში სამშვიდობოების მხრიდან ქალებზე ძალადობის შემთხვევევები.

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          2
3 4 5 6 7
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ