ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) უცხო ენების ინსტრუქტორთა კურსების საზეიმო დახურვა

კანადის ქალაქ გატინოში გაიმართა კანადის სამხედრო წვრთნისა და თანამშრომლობის პროგრამის (MTCP) უცხო ენების ინსტრუქტორთა კურსების საზეიმო დახურვა, რომელსაც კანადაში საქართველოს ელჩი კონსტანტინე ქავთარაძე დაესწრო. სამხრეთ ამერიკის, აფრიკის და შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, აღნიშნული კურსები გაიარეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სასწავლებლების პედაგოგებმაც. საქართველოს ელჩმა და MTCP-ის უცხო ენების კურსების ხელმძღვანელმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლოიკ როიმ შესაბამისი დიპლომები გადასცეს ქართველ მონაწილეებს. ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა კანადის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებთან  განიხილა  როგორც MTCP-ის უცხო ენების კურსებში საქართველოს წარმომადგენელთა უფრო აქტიური მონაწილეობის, ასევე, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინგლისური ენის სწავლების ახალ პროექტში კანადის ჩართვის საკითხი.

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ