ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე

კანადაში საქართველოს ელჩის კონსტანტინე ქავთარაძის, ასევე, უკრაინისა და მოლდოვის ელჩების ინიციატივით, კანადის პარლამენტის საგარეო კომიტეტში მოეწყო სემინარი აღმოსავლეთ პარტნიორობის თემაზე. სემინარზე განხილული იქნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ბრიუსელის სამიტის შედეგები, ევროკავშირსა და სამ ასოცირებულ ქვეყანას შორის მიმდინარე თანამშრომლობა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წინაშე არსებული გამოწვევევები. სემინარში მონაწილეობდნენ პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ბობ ნოლტი, კანადის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპისა და ევრაზიის დირექტორატის გენდირექტორი ელისონ ლეკლერი, ესტონეთის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარეობის, წარმომადგენელი და ევროკავშირის ელჩი  კანადაში. სემინარს დაესწრნენ კანადის თემთა პალატისა და სენატის წევრები, ასევე, კანადური კვლევითი ცენტრების ექსპერტები. სემინარის შემდეგ მოეწყო მიღება ქართული ღვინით.

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ