ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ოტავაში საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღნიშნეს.

კანადაში საქართველოს საელჩომ ოტავას ფეშენებელურ სასტუმროში „ფეარმონტ შატო ლორიე“ საზეიმო მიღება მოაწყო, რომელიც საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს მიეძღვნა.

მოწვეულ სტუმრებს, რომელთა შორის იყვნენ კანადის ხელისუფლების წევრები, პოლიტიკოსები, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები,  სხვადასხვა სააგენტოს აკადემიური წრეების წარმომადგენლები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები, საზოგადოების ცნობილი წევრები, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ მიმართა.

მან ისაუბრა საქართველოსა და კანადის თანამშრომლობაზე, კანადის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთმნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, გაიხსენა ქართველები, რომლებიც მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში კანადაში მოღვაწეობდნენ, აღნიშნა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა.

მიღების ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელიც ქართულ ეროვნულ სამოსს მიეძღვნა. თავად ელჩიც ტრადიციულ ქართულ ჩოხაში იყო გამოწყობილი.

 

საელჩო სტუმრებს ქართული ღვინით გაუმასპინძლდა. მიღებათა დარბაზში ქართული მუსიკა ჟღერდა.

 
14 December 2017

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ