ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საელჩომ კანადაში მცხოვრები ქართველებისთვის მიღება გამართა

საქართველოს ელჩმა კანადაში კონსტანტინე ქავთარაძემ ტორონტოს ქართულ რესტორანში „Georgia” საქართველოსა და კანადას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ მორიგ მიღებას უმასპინძლა. მიღება საგანგებოდ ტორონტოში მცხოვრები ქართველებისთვის გაიმართა. ელჩმა დამსწრეებს გააცნო საელჩოს მიერ გაწეული საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია, ისაუბრა იმ პროექტებზე, რომლებსაც საელჩო ახორციელებს კანადაში საქართველოს პოპულარიზაციის მიზნით. მან აღნიშნა, რომ ამგვარი შეხვედრები, რომელთა დროსაც ელჩი ანგარიშს ჩააბარებს კანადაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს საქართველო-კანადის ურთიერთობების შესახებ, ტრადიციად იქცევა. ტორონტოში არსებულ ქართულ საკვირაო სკოლას ელჩმა საელჩოს მიერ შეძენილი ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები, სხვადასხვა სასკოლო მასალა გადასცა. ტორონტოელმა ქართველებმა მადლიერება გამოხატეს საელჩოს მიმართ ამგვარი ღონისძიების ორგანიზებისთვის. სტუმრებს საელჩო ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა. მიღებაზე მოწვეული იყო ტორონტოს უნივერსიტეტის არქეოლოგიის ცენტრის მკვლევარი სტეფან ბატიუკი, რომელმაც, ამერიკელ, ფრანგ, იტალიელ, ისრაელელ და დანიელ კოლეგებთან ერთად,  მეცნიერულად დაადასტურა, რომ ქართულ კულტურულ მეღვინეობას  8000 წლოვანი ისტორია აქვს. საღამო გვიან საღამომდე გაგრძელდა, ისმოდა საქართველოსა და კანადის სადღეგრძელოები. ჩვენი თანამემამულეების თქმით, მათ დიდხანს ემახსოვრებათ ეს შეხვედრა. 

 
ტორონტო 2017

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ