ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გლობალური პარტნიორობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

2018 წლის 31 იანვრიდან - 2 თებერვლის ჩათვლით, კანადამ, დიდი შვიდიანის თავმჯდომარე ქვეყანის რანგში, უმასპინძლა გლობალური პარტნიორობის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების წინააღმდეგ სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელის მუშაობაშიც მონაწილოება მიიღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა: საგანგებო დავალებათა ელჩმა, ნიკოლოზ რთველიაშვილმა და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის მრჩეველმა, ნათია სეხნიაშვილმა.

 

ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული იარაღისა და ნივთიერებების უკანონო გავრცელების გლობალური გამოწვევების თაობაზე. გაცვალეს მოსაზრებები აღნიშნული საფრთხეების დაძლევის მიზნით ერთობლივი ღონისძიებების გატარების თაობაზე.

 

სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მსვლელობისას, საქართველოს წარმომადგენლებმა გააკეთეს მოხსენება ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული ნივთიერებების უკანონო გავრცელების აღმოფხვრის მიზნით, საქართველოს მიერ უკვე გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე.

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 8 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ