ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ოტავას უნივერსიტეტში

საქართველოს ელჩი კანადაში კონსტანტინე ქავთარაძე ოტავას უნივერსიტეტს ეწვია და მის რექტორს ჟაკ ფერმონტს შეხვდა. საუბარი შეეხო ოტავასა და თბილისის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბებას. საუბრისას ელჩმა აღნიშნა, რომ 2018 წელს თბილისის უნივერსიტეტის დაარსებიდან 100 წელი სრულდება და იმედი გამოთქვა, რომ ოტავას უნივერსიტეტის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს ამ თარიღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში. ელჩმა და უნივერსიტეტის რექტორმა ასევე განიხილეს უნივერსიტეტებს შორის სტუდენტებისა და მკვლევარების გაცვლის პერსპექტივები. მხარეები ასევე შეთანხმდნენ საელჩოსა და უნივერსიტეტს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობაზე, კერძოდ, რექტორის მიწვევით კონსტანტინე ქავთარაძე ოტავას უნივერსიტეტში ჩაატარებს ლექცია-პრეზენტაციას საქართველოს შესახებ, რომლის შემდეგაც გაიმართება მიღება ქართული ღვინითა და კერძებით.

 

 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 8 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ