ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

კანადაში საქართველოს საელჩომ კანადელი ჟურნალისტებისთვის მიღება გამართა.

პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი შეხვედრების ციკლის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა კონსტანტინე ქავთარაძემ პოპულარული კანადური ჟურნალის „Ottawa Life Magazine” მთავარ რედაქტორსა და ჟურნალისტებს უმასპინძლა.

ელჩმა კანადური მედიის წარმომადგენლებისთვის გამართა პრეზენტაცია საქართველოს ისტორიისა და ტრადიციების, კულტურული და არქიტექტურული მემკვიდრეობის, ტურისტული პოტენციალის, საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, საინვესტიციო შესაძლებლობების, კანადაში ქართული კვალის, ასევე, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციაზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე, კანადასა და საქართველოს შორის მიმდინარე თანამშრომლობაზე, კანადაში მაღალხარისხიანი ქართული ღვინის შეტანის პერსპექტივებზე და კანადელი ჟურნალისტებისთვის საინტერესო სხვა საკითხებზე.

პრეზენტაციის შემდეგ საელჩომ სტუმრებისთვის ქართული კომპანიების „თელავის მარნისა“ და „ხარებას“ ღვინოების დეგუსტაცია მოაწყო. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ტრადიციული კერძებიც.

კანადურ ჟურნალში იგეგმება საქართველოს ელჩის ინტერვიუსა და ქართული ღვინისადმი მიძღვნილი სტატიების გამოქვეყნება. 

 
 

Kavtaradze

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

ელჩის ბიოგრაფია

 

 

კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 8 10
11 12 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ